სელტა
2-2
რეალი

26.01.2017 00:15
სტადიონი: ბალაიდოსი
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
83
33
2
ატლეტიკო
72
34
3
რეალი
71
34
4
ვალენსია
66
34
5
ბეტისი
56
34
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ზიდანი უნდა წავიდეს დაკავებული პოსტიდან?

FACEBOOK
ბარსელონას ფეხბურთელი, რეალის მთავარ მწვრთნელად
ბარსელონას ფეხბურთელი, რეალის მთავარ მწვრთნელად
14-06-2018, 21:02
124 / 0
მადრიდის "რეალმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ შემდეგი სეზონიდან გუნდს ხულენ ლოპოტეგი ჩაიბარებს.

51 წლის ესპანელი ამჟამად ეროვნულ ნაკრებს უდგას სათავეში და ის "სამეფო კლუბში" მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მივა.

გაცნობებთ, რომ ლოპოტეგი "რეალის" ბ გუნდს 2008-2009 წლებში წვრთნიდა. 2014-2016 წლებში "პორტოში" მუშაობდა, 2016 წლიდან კი ესპანეთის ნაკრებს უდგას სათავეში.

ასევე, 2010-2014 წლებში ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს წვრთნიდა.

რაც შეეხება მის საფეხბურთო კარიერას, პოზიციით ლოპოტეგი მეკარე იყო. 1985-1988 წლებში "რეალის" სკოლაში იყო, 1988-1991 წლებში კი "სამეფო კლუბის" პირველ გუნდში გამოდიოდა, თუმცა სათადარიგო სკამზე იჯდა.

1994-1997 წლებში ის "ბარსელონას" ღირსებას იცავდა, თუმცა ამ გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ 5 მატჩი ჰქონდა ჩატარებული.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.