სელტა
2-2
რეალი

26.01.2017 00:15
სტადიონი: ბალაიდოსი
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
83
33
2
ატლეტიკო
72
34
3
რეალი
71
34
4
ვალენსია
66
34
5
ბეტისი
56
34
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ზიდანი უნდა წავიდეს დაკავებული პოსტიდან?

FACEBOOK
მესი პირველია, რონალდუ მე-16
მესი პირველია, რონალდუ მე-16
17-05-2018, 00:40
322 / 0
საგამოკვლევო კომპანია CIES Football Observatory-მ იმ ფეხბურთელთა ასპარეზობის ეფექტურობისა და ხარისხიანობის რეიტინგი შეადგინა, რომლებიც ევროპის საუკეთესო ხუთ ჩემპიონატში ასპარეზობენ.

აღნიშნულ სიაში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებსაც სეზონში მოედანზე არანაკლებ 1800 წუთი (20 მატჩი) აქვთ ჩატარებული. გამონაკლისია გერმანიის ჩემპიონატი, ბუნდესლიგის წარმომადგენლებისთვის შედარებით დაბალი ზღვარი შეირჩა - 1440 წუთი (16 მატჩი).

აღინიშნება, რომ რეიტინგში ვერ მოხვდა "პსჟ"-ს შემტევი, ნეიმარი, რომელმაც თებერვალში მიღებული ტრავმის გამო მოედანზე მხოლოდ 1797 წუთი გაატარა.

პირველი პოზიცია "ბარსელონას" თავდამსმელმა, ლიონელ მესიმ დაიკავა, მისი სარგებლიანობის მაჩვენებელი 92,12 ქულას უდრის. მეორე ადგილზე "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი, დავიდ სილვაა (91,69). საუკეთესო სამეულში მოხვდა "იუვენტუსის" ფორვარდი, პაულო დიბალაც (91,37). "რეალის" შეტევის ხაზის ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ მხოლოდ და მხოლოდ მე-16 ადგილს დასჯერდა (88,58).

ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის 20 ყველაზე ეფექტური ფეხბურთელი:

1. ლიონელ მესი ("ბარსელონა") - 92,12
2. დავიდ სილვა ("მანჩესტერ სიტი") - 91.,69
3. პაულო დიბალა ("იუვენტუსი") - 91,37
4. სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი") - 90,48
5. ნიკოლას ოტამენდი ("მანჩესტერ სიტი") - 90,47
6. მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული") - 90,45
7. ფერნანდინიო ("მანჩესტერ სიტი") - 90,45
8. კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი") - 90,14
9. რაჰიმ სტერლინგი ("მანჩესტერ სიტი") - 89,76
10. რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი") - 89,61
11. კალიდუ კულიბალი ("ნაპოლი") - 89,17
12. ჰარი კეინი ("ტოტენჰემი") - 89,02
13. ხამეს როდრიგესი ("ბაიერნი") - 88,97
14. ჟორჟინიო ("ნაპოლი") - 88,74
15. მირალემ პიანიჩი ("იუვენტუსი") - 88,67
16. კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი") - 88,58
17. ლორენცო ინსინიე ("ნაპოლი") - 88,58
18. მარეკ ჰამშიკი ("ნაპოლი") - 88,53
19. რაულ ალბიოლი ("ნაპოლი") - 88,46
20. ივან რაკიტიჩი ("ბარსელონა") - 88,18
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.