სელტა
2-2
რეალი

26.01.2017 00:15
სტადიონი: ბალაიდოსი
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
83
33
2
ატლეტიკო
72
34
3
რეალი
71
34
4
ვალენსია
66
34
5
ბეტისი
56
34
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ზიდანი უნდა წავიდეს დაკავებული პოსტიდან?

FACEBOOK
"ბარსელონა" და "რეალი" ერთ აზრზე არიან
16-05-2018, 17:47
207 / 0
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" და მადრიდის "რეალმა" მხარი აშკარად დაუჭირეს ფიფას ახალ ინოვაციას - მსოფლიოს სუპერ საკლუბო ჩემპიონატს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია გეგმავს, რომ შექმნას ახალი ტურნირი, რომელშიც 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართება. ეს ტურნირი მსოფლიოს საკლუბო მუნდიალსა და კონფედერაციის თასს გააუქმებს.

ფიფა ამ ტურნირის პირველ გათამაშებას 2021 წელს მოიაზრებს. 24-დან 12 გუნდი ევროპის წარმომადგენელი იქნება, სამხრეთ ამერიკისა 5, ხოლო აფრიკის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის - 2-2. ავსტრალია-ოკეანეთის საუკეთესო გუნდს სამხრეთ ამერიკის მეხუთე საუკეთესო გუნდთან პლეიოფის ჩატარება მოუწევს, რათა აღნიშნულ ეტაპზე მოხვდეს.

"ბლაუგრანას" ამ ტურნირის იდეა იმიტომ ხიბლავს, რომ იგი სეზონში ჩასატარებელიშეხვედრების რაოდენობას 35%-ით შეამცირებს, რაც საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელი გახლავთ.

თავის მხრივ, უეფა არ მიესალმება იმ ფაქტს, რომ ფიფას წარმომადგენლებმა, გასულ ოთხშაბათს, მხოლოდ 7 ევროპულ კლუბთან - "ბარსელონასთან", "რეალთან", "მანჩესტერ იუნაიტედთან", "მანჩესტერ სიტისთან", "ბაიერნთან", "პსჟ"-სთან და "იუვენტუსთან" - გამართეს შეხვედრა, რომელიც მთლიანად "ბებერი კონტინენტის" საფეხბურთო სამყაროს შეეხებოდა.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.