პრესა: "რეალი" მზადაა ნეიმარის გამო 5 ფეხბურთელი დათმოს » მადრიდისტები•com
სელტა
2-2
რეალი

26.01.2017 00:15
სტადიონი: FEDEXFIELD
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
83
33
2
ატლეტიკო
72
34
3
რეალი
71
34
4
ვალენსია
66
34
5
ბეტისი
56
34
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ზიდანი უნდა წავიდეს დაკავებული პოსტიდან?

FACEBOOK
პრესა: "რეალი" მზადაა ნეიმარის გამო 5 ფეხბურთელი დათმოს
პრესა:
10-05-2018, 09:53
216 / 0
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პსჟ-ს თავდამსხმელის, ნეიმარის შეძენას შეეცდება, იტყობინება უცხოური გამოცემა Don Balon.



გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რეალი" მზად არის, რომ ნეიმარის სანაცვლოდ გუნდიდან 5 მოთამაშე გაუშვას. იმ მოთამაშეთა სიაში, რომელთა დათმობასაც "ბლანკოსი" ნეიმარის ყიდვის გამო აპირებს, შემდეგი მოთამაშეები არიან: კარიმ ბენზემა, გარეტ ბეილი, ხესუს ვალიეხო, დანი სებალოსი და მატეო კოვაჩიჩი.



ვარაუდობენ, რომ "რეალი" ნეიმარის სანაცვლოდ 260 მილიონ ევროს გადაიხდის. ზაფხულში ბრაზილიელი ფეხბურთელი მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა და "ბარსელონადან" პსჟ-ში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.



შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა 2017/18 წლების სეზონში პსჟ-ს მაისური 30 მატჩში მოირგო, რომლებშიც მან 29 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 25 თებერვალს "მარსელთან" გამართულ მატჩში მან ტრავმა მიიღო. რეგულარული დაზიანების გამო ის მოედანზე გასვლას ვერ ახერხებს. 5 მაისიდან ნეიმარმა ვარჯიში სრული დატვირთვით განაახლა და პარიზულ კლუბს შეუერთდა.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.