17-04-2018, 00:08
134 / 0
"ბარსელონა" და "რეალი" ერთმანეთს სატრანსფერო ბაზარზე ამსტერდამის "აიაქსის" ტალანტისთვის, ფრენკ დე იონგისთვის უპირისპირდებიან, - იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა Don Balon.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა ჰოლანდიელ ნახევარმცველს სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად მიიჩნევს. მიუხედავად "ბლაუგრანას" ცხოველი ინტერესისა დე იონგისადმი, "ბლანკოსის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი დანებებას არ აპირებს. როგორც ჩანს, ზაფხულში ამ ორ კლუბს შორის მორიგი ბრძოლა გაიმართება, ამჯერად სატრანსფერო ბაზარზე.