სელტა
2-2
რეალი

26.01.2017 00:15
სტადიონი: ბალაიდოსი
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
83
33
2
ატლეტიკო
71
33
3
რეალი
68
33
4
ვალენსია
65
33
5
ბეტისი
55
33
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ზიდანი უნდა წავიდეს დაკავებული პოსტიდან?

FACEBOOK
"სამეფო კლუბის" ლიდერის გასაოცარი ფიზიკური ფორმის საიდუმლო
15-04-2018, 14:56
303 / 0
ნამდვილად რთულია 2018 და 2014 წლების რონალდუს ფიზიკურ აღნაგობას შორის განსხვავება იპოვო. დრო თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის მაგრამ, როგორც ჩანს პორტუგალიელმა ფორმის შენარჩუნების საიდუმლო იპოვა.

"სამეფო კლუბის" ლიდერის გასაოცარი ფიზიკური ფორმის საიდუმლო


33 წლის ასაკში იგი ნამდვილი „ბოდიბილდერივით“ გამოიყურება და თუ კარგად დააკვირდებით დიდად არც ოლიმპიურ მოცურავეებს ჩამოუვარდება.

წარმატება შრომის გარეშე არ მოდის და კრიშტიანუს მაგალითი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს თუ რამდენი რამაა საჭირო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის მოსაპოვებლად.

"სამეფო კლუბის" ლიდერის გასაოცარი ფიზიკური ფორმის საიდუმლო


რონალდუს ვარჯიშები საკმაოდ მრავალფეროვანია.

რაიან გიგზმა „უკვდავების ელექსირი“ იოგაში იპოვა, კრიშტიანუსთვის იგივე ცურვა აღმოჩნდა. იგი თითქმის ყოველდღე საკუთარ აუზში ცურავს, ხშირად მარტოა, ხანდახან კი თავისი შვილი ახლავს.

ცურვის შემდეგ ცივი და ცხელი წყლის აბაზანების თერაპიის ჯერია, რომელიც ხელს კუნთების რეგენერაციას უწყობს, ამ ყველაფერს მაღალწნევიანი წყლით კუნთების მასაჟი მოჰყვება, ხოლო ყველაფერი კრიოთერაპიული კაბინით სრულდება.

კაბინა რონალდუმ 2013 წელს, მას შემდეგ დაამონტაჟა, რაც გაიგო, რომ მან ფრენკ რიბერიზე კარგად იმოქმედა. თხევადი ნიტროგენი მკურნალობის პროცესისას ტემპერატურა -160-დან -200 გრადუსამდეა, ამიტომ კაბინაში გაჩერება ადამიანის სხეულს მხოლოდ 3 წუთით შეუძლია, თუმცა მას კუნთებისთვის საკმაოდ ბევრი დივიდენტი მოაქვს.

"სამეფო კლუბის" ლიდერის გასაოცარი ფიზიკური ფორმის საიდუმლო


კრიშტიანუ ერთადერთი ფეხბურთელი არაა, რომელსაც სახლიო კრიოკაბინა და საცურაო აუზი აქვს, მაგრამ მისი თავდადება უნიკალურია და ეს მას თავისი კოლეგებისგან ნამდვილად გამოარჩევს.

პორტუგალიელის სავარჯიშო სქემაში დიდ ადგილს სპორტული სასმელები იკავებს. იგი ვარჯიშებისას მუდამ სვამს საჭირო სითხეს, რაც სხეულის სიძლიერის შენარჩუნებაში ეხმარება.

პოლ კლემენტი, მწვრთნელი, რომელიც „რეალში“ მუშაობდა იხსენებს: “პსჟში“ პროფესიონალებს ვწვრთნიდი მაგრამ მადრიდში ყოფნისას რონალდუმ დამანახა, თუ რა არის ამ ცნების ნამდვილი დეფინიცია. ერთხელ თურქეთიდან მადრიდში საღამოს 3 საათზე დავბრუნდით. ყველა მანქანით ოჯახისკენ გაემართა, კრიშტიანუ კი ყინულის აბაზანის მისაღებად წავიდა“.

"სამეფო კლუბის" ლიდერის გასაოცარი ფიზიკური ფორმის საიდუმლო


რონალდუ ყოველდღიურად ვარჯიშობს, მისი კარიერის ერთ პერიოდში „სამეფო კლუბი“ ვარჯიშების ინტენსიურობითაც კი იყო შეშფოთებული და შესაძლო ტრამვის მიღების ალბათობასაც არ გამორიცხავდა. თუმცა პორტუგალიელი საოცრად გამოიყურება და დიდი ხანია მოედანი ტკივილის გამო არ დაუტოვებია.

სერხიო ფერნანდესი იხსენებს: “ერთხელ კრიშტიანუს უთხრეს რომ დღეში 5000 მუცლის კუნთების ვარჯიში მისთვის კარგს არაფერს მოიტანდა. პორტუგალიელის პასუხი იდეალურად მახსოვს, გაოცებულმა შეხედა იმ პიროვნებას და შემდეგ სიცილი დაიწყო“.

რონალდუს ესმის, რომ დასვენებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. „რეალის“ მწვრთნელმა ზინედინ ზიდენმა პორტუგალიელი სეზონის საწყის მატჩებში დაასვენა, რათა მაშინ, როდესაც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება, ფორმის პიკში ყოფილიყო.

კრიშტიანუს საკვები რაციონი დაბალკალორიულ და დაბალი შაქრის შემცვლელობის მქონე საკვებს მოიცავს. რონალდუ ალკოჰოლს საერთოდ არ სვამს და იშვიათად თავს საყვარელი კერძის - პორტუგალიურად შემწვარი თევზის ჭამის უფლებას აძლევს.

მსგავსად სხვა ფეხბურთელებისა, იგი ვარჯიშის შემდეგ მკაცრად აკონტროლებს საკუთარ საკვებ რაციონს, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ვარჯიშის დასრულებისას მოთამაშეთა უმრავლესობა სახლში, დასასვენებლად მიდის, ხოლო პორტუგალიერი საკუთარ ორგანიზმზე ზრუნავს.

"სამეფო კლუბის" ლიდერის გასაოცარი ფიზიკური ფორმის საიდუმლო

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.