სელტა
2-2
რეალი

26.01.2017 00:15
სტადიონი: ბალაიდოსი
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
83
33
2
ატლეტიკო
71
33
3
რეალი
68
33
4
ვალენსია
65
33
5
ბეტისი
55
33
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, ზიდანი უნდა წავიდეს დაკავებული პოსტიდან?

FACEBOOK
როგორ ან ვისით უნდა ჩაანაცვლოს ალეგრიმ პიანიჩი "რეალთან"?
როგორ ან ვისით უნდა ჩაანაცვლოს ალეგრიმ პიანიჩი
22-03-2018, 21:11
355 / 0
"ჩემპიონთა ლიგის" პირველ 1/4 ფინალურ შეხვედრაში, "იუვენტუსსა" და "რეალს" შორის, რომელიც ტურინში, "ალიანც სთედიუმზე" ჩატარდება, იტალიელებს თავიანთი წამყვანი ნახევარმცველი - მირალემ პიანიჩი დააკლდებათ. ბოსნიელი ჰავბეკი დისკვალიფიცირებულია, ისევე როგორც - მეჰდი ბენატია.

პიანიჩის არ ყოფნა ნიშნავს, რომ "ბებერი ქალბატონი" თავის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს კარგავს. სრულიად აშკარაა, თუ როგორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია იგი, ალეგრის მონახაზში. ბოლო პერიოდში ტურინელთა ნახევარდაცვას, პიანიჩთან ერთად, ხედირა და მატუიდი ამაგრებენ, რომლებიც დაცვითი ტიპის და ჩაშლაზე ორიენტირებული მოთამაშეები არიან. ასეთ დროს, შეტევების წამოწყება და პასების დარიგება, პიანიჩის ერთ-ერთი უმთავრესი პრეროგატივაა - კრეატივი, მოედნის ხედვა, პასის კულტურა და შეტევების განვითარების შესაძლო ვარიანტების ძიება - ეს ყველაფერი მთლიანად პიანიჩის კისერზეა. ჭკვიანი და მშრომელი ბალკანელი ნახევარმცველი ძალიან ბევრს მოძრაობს და მას "იუვეს" ამჟაიმინდელი შუა ხაზის ტვინი სამართლიანად უწოდეს.

გარდა ამ ფუნქციებისა, პიანიჩი ჩაშლაშიც სერიოზულ როლს თამაშობს, რაზეც მისი სტატისტიკაც მიუთითებს - მირალემმა მიმდინარე სეზონში, მეტოქეებს ბურთი 183-ჯერ აართვა, ხოლო 44-ჯერ, მათი გადაცემები ჩაჭრა.

როგორ ან ვისით უნდა ჩაანაცვლოს ალეგრიმ პიანიჩი "რეალთან"?


"ვეკია სინიორას" პირველ თამაშში ასეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ ეყოლება, ამიტომაც, მოდით განვიხილოთ, ვისით შეიძლება იგი ალეგრიმ ჩაანაცვლოს.

კლაუდიო მარკიზიო

იგი რამდენიმე შეხვედრაში ანდრეა პირლოს ჩასანაცვლებლად გამოიყენეს და "რეჯისტას" როლი მოარგეს და რეალურად, ახლაც პიანიჩის სათამაშო სტილს, ყველაზე უფრო, მარკიზიოს საფეხბურთო მანერა წააგავს.

დიდი ხნის "იუვენტინოს", მაქს ალეგრი ბოლო წლებში აღარ ენდობა და კარგა ხანია, ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებს. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, "მედ მაქსს" სწორედ მარკიზიოზე დაყრდნობა მოუწიოს.

ერთი ეგაა, რომ მარკიზიო პიანიჩთან შედარებით ფიზიკურად სუსტია და უფრო ნაკლებს მოძრაობს, "რეალის" მობილურ ნახევარდაცვასთან ფიზიკურ ორთაბრძოლებში და მოძრაობაში დამარცხება კი, სერიოზული დარტყმა იქნება.

როგორ ან ვისით უნდა ჩაანაცვლოს ალეგრიმ პიანიჩი "რეალთან"?


ბლაიზ მატუიდი

მატუიდი ისეც ძირითადის წევრია და "რეალთან" ის თავიდანვე დაიწყებს. საქმე ისაა, რომ არის შანსი, ალეგრიმ სქემა შეცვალოს და 4-3-3-ს ნაცვლად, 4-2-3-1 გამოიყენოს. ასეთ შემთხვევაში, ტურინელთა დამრიგებელი ცენტრში ხედირასა და მატუიდის დუეტს დაეყრდნობა, რომელთა წინაც 3 შემტევი და 1 ცენტრფორვარდი ითამაშებს.

თუკი "იუვე" ამ ფორმაციით ითამაშებს, ბურთის მთავარი დამჭერი პაულო დიბალა უნდა გახდეს, რომელსაც უკან ხშირად დახევა და ზოგადად, იმაზე ბევრად მეტი მოძრაობა დაევალება, ვიდრე - ჩვეულებრივ. რამდენად შეძლებს არგენტინელი ორმაგი როლის შესრულებას, რთული სათქმელია...

ვთანხმდებით იმაზე, რომ მხოლოდ ხედირა-მატუიდის შუა ხაზის პირობებში, "იუვეს" ცენტრი ნელი, ტექნიკურად ღარიბი და შედარებით უფანტაზიოა.

როგორ ან ვისით უნდა ჩაანაცვლოს ალეგრიმ პიანიჩი "რეალთან"?


როდრიგო ბენტანკური

რისკიანი ვარიანტია. ურუგვაელი იმედისმომცემი ფეხბურთელია, თუმცა ის მხოლოდ 20 წლისაა და განვითარების სტადიაშია.

ასეთი დონისა და გამოცდილების მეტოქეებთან, ბენტანკურის ძირითადში დაყენება, ისეთივე შეცდომა იქნება, როგორიც უნაი ემერიმ დაუშვა, როცა ჯოვანი ლო სელსო "რეალის" წინააღმდეგ, "სანტიაგო ბერნაბეუზე", სასტარტოში ათამაშა.

როგორ ან ვისით უნდა ჩაანაცვლოს ალეგრიმ პიანიჩი "რეალთან"?


სტეფანო სტურარო

განვლილი სეზონიდან მოყოლებული, სტურარო სულ უფრო და უფრო ნაკლებს თამაშობს, თუმცა ალეგრი მას ნებისმიერ სიტუაციაში და დონეზე ენდობა.

2014-15 წლების 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში, რომელშიც "იუვემ" "რეალს" 2:1 მოუგო, სტურარო ძირითად შემადგენლობაში იყო.

მარკიზიოსგან განსხვავებით და მატუიდის მსგავსად, სტურარო ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, თუმცა ბურთთან "შენობით" ნამდვილად არაა და კრეატივის კუთხით საუკეთესო ვარიანტი სულაც არაა.

როგორ ან ვისით უნდა ჩაანაცვლოს ალეგრიმ პიანიჩი "რეალთან"?

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.