22-03-2018, 15:04
410 / 0
მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი მარკო ასენსიო საინტერესო კომენტარს აკეთებს. 22 წლის ესპანელის თქმით, მას მესის რონალდუ ურჩევნია, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ პორტუგალიელი მისი თანაგუნდელია.
"მესი თუ რონალდუ? ისინი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან. მათ შორის არჩევანის გაკეთება რთულია, მაგრამ მაინც რონალდუ უნდა ვთქვა მას შემდეგ, რაც მისი თანაგუნდელი ვარ."