სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
24
11
2
სევილია
20
11
3
ატლეტიკო
20
11
4
ალავესი
20
11
5
ესპანიოლი
18
10
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
იაგო ასპასი
8
2
კრისტიან სტუანი
7
3
ანდრე სილვა
7
4
ლიონელ მესი
7
გამოკითხვა

თქვენი აზრით - უნდა მიმდინარეობდეს, თუ არა madridistebi.com-ზე სტატიებისა და კომენტარების წერა ქართულად???

FACEBOOK
"რეალის" გეგმა "ბ" თუ არა ნეიმარი მაშინ ?
14-03-2018, 19:28
462 / 0
Marca.com - ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მონაპოვარი მადრიდის "რეალისთვის" ბრაზილიელი ნეიმარი უნდა იყოს, თუმცა თუკი, აღნიშნული გარიგება არ შედეგება "ბლანკოსს" გეგმა "ბ" აქვს.

"პარი სერ-ჟერმენი" თუ ნეიმარს არ გაასხვისებს, ალტერნატივის სახით განიხილება: ჰარი კეინი, მაურო იკარდი, კარლო ლეტიკა.


სინამდვილეში, არსებობს იმის გეგმა, რომ "ჩელსიდან" ედენ ჰასარდი გადმოვიდეს, რომელიც ფინანსურად უფრო ადვილი იქნება, ვიდრე "ტოტენჰემის" ვარსკვლავის კეინის გადმობარგება.


ასევე, ჩვენ თავიდანვე უნდა გამოვრიცხოთ, ლევანდოვსკზე არჩევანი, რადგან "რეალის" სამიზნე, 29 წლის ფეხბურთელი, რომელიც ხშირად ტრავმიანობს, კრიტიკოსების ვარაუდს, რომ პოლონელით დაინტერესდებიან ნაკლებად სავარაუდოა.


იგივეს ვერ ვიტყოდით, დევიდ დე ხეაზე, ის არის მეკარე, რომელიც მადრიდს წლების მანძილზე სურდა, მაშინაც კი, როცა თავად მოურინიო იყო "რეალის" სათავეში, თუმცა რამდენად დათმობს აწ, უკვე "იუნაიტედის" თავკაცი ესპანელ კიპერს ძნელი სავარაუდოა, აღსანიშნია ის გარემოება, რომ "იუნაიტედის" მენეჯმენტისა და პორტუგალიელი მწვრთნელის აზრები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ ზაფხულში, თუ დევიდი "რეალის" მაისურში ვიხილეთ, გულშემატკივრისთვის სიახლე არ უნდა იყოს.


კითხვაზე, ვის გაყიდის "რეალი" - აუთსაიდერები, ბეილი და ბენზემაა, იმისდა მიუხედავად, რომ ზიდანი თავის თანამემამულეს მუდმივად ლობირებდა და იცავდა, ბოლო თამაშებზე, ნათლად ვხედავთ, რომ ასენსიოს სათამაშო დრო გაზრდილია და უკვე, ტაქტიკური ცვლილებებსაც ტესტავს ფრანგი ლეგენდა.


შესაბამისად, ნეიმარის არ არსებობის შემთხვევაში, კლუბი იგივე ფასად 2 ნახევარმცველსა და 1 კიპერს იყიდის, გეგმა "ბ" ისეთივე საშიში იქნება, როგრც ბრაზილიელის გადმობირება. ვინაიდან სამეფო კლუბი არ დაუშვებს მეორეხარისხოვანი ფეხბურელებით დააკომპლექტოს გუნდი.


მეორე შეკითხვა, რატომ არ შესყიდეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი ფეხბურთელი? პასუხი მარტივია, მუნდიალეზე, შიდა ჩემპიონატებში და მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გამოჩნდა პოპულარული ფეხბურთელების უნარები, ახლა "თეთრებს" უფრო კარგად შეეძლებათ, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს არჩევის საშუალება.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.