სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
18
9
2
ესპანიოლი
17
9
3
ალავესი
17
9
4
სევილია
16
9
5
ატლეტიკო
16
9
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

თქვენი აზრით - უნდა მიმდინარეობდეს, თუ არა madridistebi.com-ზე სტატიებისა და კომენტარების წერა ქართულად???

FACEBOOK
მარსელო: "პსჟ" მხოლოდ ნეიმარი არ არის"
მარსელო:
14-02-2018, 12:14
288 / 0
მარსელო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "პსჟ"-სთან გასამართი პირველი მატჩის წინ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა...

მოტივაცია

"ძალიან მოტივირებულები ვართ. ვიცით, რას ნიშნავს ამ ტურნირზე გამარჯვება და ჩვენთვის ყოველი მატჩი უდიდესი მოტივაციაა. "რეალთან" ერთად ბევრი ტიტული მოვიგე, მაგრამ მსურს ვარჯიში და გამარჯვებები გავაგრძელო. ეს სურვილი მეც და მთელ გუნდს დაგვეხმარება იმაში, რომ ტიტულის დასაცავად ვიბრძოლოთ".

ზედმეტი სიამაყე

"არა, ეს ასე არ არის. არავისთვის არაფერი გვაქვს დასამტკიცებელი. ჩვენი შესაძლებლობები კარგად ვიცით. შესანიშნავი მატჩი გველოდება და ყველას თამაში გვსურს. ის, რასაც ხალხი საუბრობს, არ გვაწუხებს".

ზინედინ ზიდანი

"ჩვენს მწვრთნელზე ბევრჯერ ვისაუბრე. ის ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანია. ზიზუ გუნდს ძალიან დაეხმარა, როცა ეს საჭირო იყო და ახლაც იგივეს აკეთებს. ზიდანი დიდებული მწვრთნელია. მართალია, ახლა ჩვენი შედეგები ისეთი არ არის, როგორსაც ვისურვებდით, მაგრამ ზინედინმა გუნდს ბევრი რამ მისცა და მუშაობას აგრძელებს იმისათვის, რომ ყველაფერი ადრინდელივით იყოს. ის მომთმენია და თავისი საქმის რწმენა აქვს, ჩვენ კი მისი გვჯერა".

ნეიმარი

"ჩვენ ტექსტური შეტყობინებები გავცვალეთ, მაგრამ ფეხბურთზე არ გვისაუბრია. თუმცა, "პსჟ" მხოლოდ ნეიმარი არ არის. მთელი გუნდი ძალიან კარგია. მხოლოდ ნეიმარის განეიტრალებაზე ზრუნვა შეცდომა იქნებოდა. ის უმაღლეს დონეზე თამაშობს, მაგრამ მთელი გუნდი მოწოდების სიმაღლეზეა. ჩვენ მთლიანად "პსჟ"-ზე ვფიქრობთ და არამარტო ნეიმარზე".

"პსჟ"-ს შემტევი ტრიო

"ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. საკმარისი დრო გვქონდა იმისათვის, რომ მატჩისთვის მოვმზადებულიყავით. ჩვენ არამარტო ნეიმარზე ან პარიზელთა შემტევ სამეულზე, არამედ მთლიანად "პსჟ"-ზე ვფიქრობდით. ნათელია, რომ ეს ძალიან მაღალი დონის გუნდია".

გულშემატკივრები

"ჩვენთვის "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში ყოველთვის დიდი სიამოვნებაა. ყველაფერი შესაძლოა კარგად გამოგვივიდეს, რადგან ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ. მათგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. მსურს გულშემატკივრებმა ადრინდელივით გაგვამხნევონ. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია".

მიიღებენ თუ არა "რეალის" ქომაგები ნეიმარს?

"ვფიქრობ, კი. "რეალის" გულშემატკივრებს კარგი ფეხბურთელები უყვართ, ხოლო ნეიმარი მსოფლიო დონის ვარსკვლავია. მის თავის გუნდში ხილვას ნებისმიერი ქომაგი ისურვებდა".

ზეწოლა

"ზეწოლას მივეჩვიეთ, ეს ნორმალურია. აქ უკვე 11 წელიწადია ვიმყოფები და ბუნებრივია, ვიცი, რაც არის ზეწოლა. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რათა ჩვენი სამუშაო კარგად შევასრულოთ. ზეწოლა არ გვაწუხებს. მართალია, ახლა ის უფრო დიდი რაოდენობითაა, მაგრამ მივეჩვიეთ".

სათამაშო სქემა

"მთავარი მწვრთნელი გვეტყვის, როგორ ვითამაშოთ და ჩვენც დავალებას შევასრულებთ. მე გამარჯვება მსურს და სქემას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ყველამ თავისი სამუშაო პირნათლად შეასრულოს".
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.