განრიგი
რეალი
VS
პსჟ

14.02.2018 - 23:45
ბერნაბეუ
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
58
28
2
ატლეტიკო
49
22
3
ვალენსია
40
22
4
რეალი
39
21
5
ვილიარეალი
37
22
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
16
2
ასპასი
11
3
სუარესი
11
4
ძაძა
10
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ "რეალი" მოიგებს "ჩემპიონთა ლიგას"?

FACEBBOOK


პარტნიორები
რეკლამა
მომდევნო 3 წლის განმავლობაში

მომდევნო 3 წლის განმავლობაში "ჩემპიონთა ლიგა" მხოლოდ "სილქ უნივერსალზე" გავა

12-02-2018, 20:27
კომენტარები 245 / 0
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე "ჩემპიონთა ლიგის" მატჩების ტრანსლაციის უფლება მხოლოდ "სილქ უნივერსალზე" მოხდება.

როგორც ცნობილია, ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო ტურნირს მხოლოდ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" აშუქებს, მაგრამ ეს სეზონი მათთვის უკანასკნელი იქნება.

როგორც "სილქის" გენერალურმა პროდიუსერმა, ბიძინა ბარათაშვილმა განაცხადა, კომპანია ვალდებულია, რომ "ჩემპიონთა ლიგის" მატჩები ღია არხზე აჩვენოს.

"მინდა დავამშვიდო მაყურებელი, რომ უფასო, ღია ეთერში, "სილქ უნივერსალზე" იქნება თამაშები წარმოდგენილი. როდეაც ჰქონდა პირველ არხს ან "რუსთავი ორს", იმ პერიოდში ჩვენ მხოლოდ ფასიან არხებზე ჩვენების უფლება გვქონდა. მათ - ღია ეთერში. რადგან ახლა ღია ეთერში მსურველი არ იყო, ჩვენ შევიძინეთ ღია ეთერიც. რომ არ შეგვეძინა, მაშინ მოხდებოდა, რომ საერთოდ არ იქნებოდა ჩემპიონთა ლიგა. ეს მინდა გავაგებინოთ მაყურებელს როგორმე. "სილქ უნივერსალი" არის ყველგან ხელმისაწვდომი. თუ გაქვს პირველი არხი, "რუსთავი ორი", "იმედი" და ა.შ. ნებისმიერი სამაუწყებლო ქართული არხი, ე.ი. ავტომატურად გაქვს "სილქ უნივერსალიც". თუ ტელევიზტორი არ გაქვს, შესაბამისად, ვერ უყურებ ვერაფერს". - განაცხადა "სილქის" საფეხბურთო მიმართულების პროდიუსერმა, ლევან სალუქვაძემ
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.