სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
24
11
2
სევილია
20
11
3
ატლეტიკო
20
11
4
ალავესი
20
11
5
ესპანიოლი
18
10
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
იაგო ასპასი
8
2
კრისტიან სტუანი
7
3
ანდრე სილვა
7
4
ლიონელ მესი
7
გამოკითხვა

თქვენი აზრით - უნდა მიმდინარეობდეს, თუ არა madridistebi.com-ზე სტატიებისა და კომენტარების წერა ქართულად???

FACEBOOK
რონალდუ ფორმაში არ არის? - შარშან მას უფრო ნაკლები გოლი ჰქონდა, თუმცა...
რონალდუ ფორმაში არ არის? - შარშან მას უფრო ნაკლები გოლი ჰქონდა, თუმცა...
12-02-2018, 11:28
484 / 0
პუბლიკა ფიქრობს, რომ კრიშტიანუ რონალდუმ 2017-2018 წლების სეზონი ჩააგდო, თუმცა ჯერ წლის გადამწყვეტი ეტაპი არ დამდგარა.

ისე ჩანს, თითქოს ლა ლიგაში ის ცუდად ასპარეზობს და საერთო ჯამში, სეზონი ჩააფლავა.

თუმცა სტატისტიკა ამბობს, რომ გასულ სეზონში ის უარესი იყო. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა მოიგო.

ასევე, გახდა 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელი FIFA-ს ვერსიით და მიიღო ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთიც.

სტატისტიკა ასეთია:

2017-2018 წლების სეზონში, 11 თებერვლისთვის რონალდუს 23 გოლი აქვს გატანილი, 2016-2017 წლების სეზონის, 11 თებერვლისთვის კი 21 გოლი ჰქონდა გატანილი.

2017-2018: 11 გოლი ლა ლიგაში, 9 ჩემპიონთა ლიგაზე, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე და ერთი სუპერთასზე, "ბარსელონასთან".

2016-2017, მონაცემები 11 თებერვლამდე: 14 გოლი ლა ლიგაში, 2 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, ერთი ესპანეთის თასზე და 4 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.

გაცნობებთ, რომ გასული სეზონში, რონალდუ 42 გოლზე ავიდა.

ალბათ, ყველას ახსოვს, თუ რა გააკეთა მან ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში:

ფინალი, რეალი 4:1 იუვენტუსი - რონალდუმ 2 გოლი გაიტანა

1/2 ფინალი, რეალი 4:2 ატლეტიკო - რონალდუმ 3 გოლი გაიტანა

1/4 ფინალი, რეალი 6:3 ბაიერნი - რონალდუმ 5 გოლი გაიტანა

ასე რომ, რონალდუს სეზონის ჩავარდნის გამოცხადება ჯერ ნაადრევია...
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.