სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
18
9
2
ესპანიოლი
17
9
3
ალავესი
17
9
4
სევილია
16
9
5
ატლეტიკო
16
9
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

თქვენი აზრით - უნდა მიმდინარეობდეს, თუ არა madridistebi.com-ზე სტატიებისა და კომენტარების წერა ქართულად???

FACEBOOK
"ტოტენჰემის" პრეზიდენტმა მადრიდის "რეალს" ჰარი კეინის ფასი შეატყობინა
7-02-2018, 19:11
442 / 0
„ტოტენჰემი“ მადრიდის „რეალის“ სურვილს - იყიდოს „პრემიერ ლიგის“ „ოქროს ფეხის“ ორგზის მფლობელი ჰარი კეინი - სულ ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა.

ორი აზრი არ არსებობს, რომ ზაფხულში, „სამეფო გუნდი“ „ტოტენჰემთან“ მოლაპარაკებებს გამართავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინგლისური კლუბის პრეზიდენტმა დანიელ ლევიმ მადრიდის „რეალს“ თავდამსხმელის სატრანსფერო თანხა აუწყა.

ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ დასახელებული თანხა 200 მილიონ ევროს შეადგენს.

საკმაოდ ნაცნობი სიტუაცია იქმნება, ვინაიდან წარსულში, „ტოტენჰემმა“ „რეალს“ ორი ფეხბურთელი უკვე მიჰყიდა - „ბერნაბეუს“ რიგებში გაწევრიანდნენ ჯერ ლუკა მოდრიჩი, შემდგომ კი გარეტ ბეილი.

მაშინ ფეხბურთელების ოფიციალურად გაფორმება გაჭიანურდა, რადგან ინგლისურ კლუბს მათი დათმობა არ სურდა, ახლა კი პრეზიდენტი დანიელ ლევი მოლაპარაკებების წარმოებაზე თანახმაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლევი მიესალმება კეინის გაყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი „რეალი“ მის მიერ წამოყენებულ ფინანსურ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

ჰარი კეინი კარიმ ბენზემას პირდაპირ შემცვლელად განიხილება. თავის მხრივ, ფრანგი ფეხბურთელი ტრავმებმა შეაწუხა და ბოლო დროს ძალიან ცუდად ასპარეზობს.

ასე რომ, ზაფხულში, „სამეფო გუნდი“ შემადგენლობის გაძლიერებას შეეცდება და „თეთრების“ მთავარ სამიზნედ სწორედ ჰარი კეინი იქცევა.

ერთ-ერთი არგუმენტი იმისა, თუ რატომ შეიძლება ზემოთაღნიშნული განხორციელდეს, ზინედინ ზიდანისა და მაურისიო პოჩეტინოს ირგვლივ არსებულ ვითარებას უკავშირდება.

იმ შემთხვევაში, თუკი ზინედინ ზიდანი "რეალს" „უეფას ჩემპიონთა ლიგის“ ტიტულს ვერ მოაგებინებს, დიდი შანსია, „სამეფო გუნდის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ფრანგი სპეციალისტი თანამდებობიდან გაათავისუფლოს. ზიდანის საქმის პოტენციურ გამგრძელებლად კი სწორედ მაურისიო პოჩეტინო განიხილება.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.