სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
24
11
2
სევილია
20
11
3
ატლეტიკო
20
11
4
ალავესი
20
11
5
ესპანიოლი
18
10
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
იაგო ასპასი
8
2
კრისტიან სტუანი
7
3
ანდრე სილვა
7
4
ლიონელ მესი
7
გამოკითხვა

თქვენი აზრით - უნდა მიმდინარეობდეს, თუ არა madridistebi.com-ზე სტატიებისა და კომენტარების წერა ქართულად???

FACEBOOK
რონალდუ: "არ არის მარტივი 33 წლის ასაკში იდეალური ფორმის შენარჩუნება"
რონალდუ:
7-02-2018, 18:59
353 / 0
მადრიდის "რეალის" შემტევი, კრიშტიანუ რონალდუ გეგმავს ფეხბურთის სამყაროს წამყვან პოზიციაზე ყოფნას უახლოესი წლების მანძილზე. პორტუგალიელმა აღიარა, რომ არ არის მარტივი 33 წლის ასაკში იდეალური ფიზიკური ფორმის შენარჩუნება.



"პროფესიონალურ დონეზე, ბოლო ორი წელი ჩემთვის ფანტასტიური გამოდგა. მე მოვიგე ტიტულები, როგორც კლუბურ, ისე სანაკრებო დონეზე და ვფიქრობ კიდევ შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში უახლოეს წლებშიც.



ძალიან ამბიციური ვარ. ვფიქრობ, ყველა უნდა ცდილობდეს საკუთარი ოცნებების რეალიზაციისკენ სწრაფვას, მე ვისწრაფვი ჩემი ოცნებებისკენ და მინდა გავაგრძელო ეს სვლა. მინდა ვიყო უკეთესი და მინდა მივაღწიო უფრო მეტს.



ცხოვრება სავსეა გამოწვევებით. ეს ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით სპორცმენისთვის. მე ვცდილობ შევინარჩუნო საუკეთესო ფიზიკური ფორმა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს პროფესიაში. ას პროცენტიანი მზაობა მომეთხოვება. ამ საქმეს სერიოზულად ვუდგები. ახლა ვერ ვაძლევ თავს იმის გაკეთების უფლებას, რასაც გავაკეთებდი ათი წლის წინ. უნდა გაწირო ბევრი რამ რათა შეინარჩუნო ფორმა. დიახ, მართალია ის რომ დღეს ვეღარ ვაკეთებ იმას რასაც 20 წლის ასაკში ვაკეთებდი. საჭიროა ბალანსის პოვნა. უმცირეს დეტალებსაც შეუძლია უდიდესი როლის თამაში.",
-ციტირებს The Telegraph კრიშტიანუ რონალდუს.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.