სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
18
9
2
ესპანიოლი
17
9
3
ალავესი
17
9
4
სევილია
16
9
5
ატლეტიკო
16
9
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
29
2
რონალდუ
23
3
სუარესი
23
4
გრიზმანი
17
გამოკითხვა

თქვენი აზრით - უნდა მიმდინარეობდეს, თუ არა madridistebi.com-ზე სტატიებისა და კომენტარების წერა ქართულად???

FACEBOOK
33 ფაქტი რონალდუზე, რომელიც შეიძლება არ იცით...
33 ფაქტი რონალდუზე, რომელიც შეიძლება არ იცით...
7-02-2018, 11:47
701 / 0
5 თებერვალს, კრიშტიანუ რონალდუს 33 წელი შეუსრულდა. გთავაზობთ მის შესახებ 33 საინტერესო ფაქტს, რომელთა შესახებაც, შესაძლოა, აქამდე არ იცოდით.



1. ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილი.

მის აქტივში, ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ 274 შეხვედრაში 294 გოლია.



2. ორი ტურნირია, რომლის ეგიდითაც არასდროს გაუტანია.

უთამაშია 3 ქვეყნის ჩემპიონატში - პორტუგალიაში, ინგლისსა და ესპანეთში. ყველა ტურნირის მასტაბით გაუტანია გარდა ორისა - ინგლისის ქომუნითი შილდი და უეფას "ევროპა ლიგა". პირველი მათგანის ეგიდით 1 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო მეორეს მასტაბით არასდროს უთამაშია.



3. 99 დუბლი.

რონალდუმ 73 დუბლი "რეალის" ფორმით შეასრულა, 25 - "მანჩესტერ იუნაიტედის", ხოლო 1 - პორტუგალიის ნაკრების.



4. პორტუგალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.

ეროვნული გუნდის მაისური 147 შეხვედრაში მოირგო და 79 გოლი გაიტანა.



5. საყვარელი მეტოქე - "სევილია".

ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ამ გუნდის წინააღმდეგ 18 მატჩი ითამაშა და 27 გოლი მიითვალა.



6. "რეალის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.

არც დი სტეფანო, არც რაული, არც პუშკაში და არც სანტილიანა... "სამეფო კლუბის" ყველა დროის საუკეთესო მეგოლე კრიშტიანუ რონალდუა - 421 თამაშში 427 გოლი.



7. გორკა ირაისოსის ტერორი.

ირაიზოსია ის მეკარე, რომლისთვისაც რონალდუს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 14 შეხვედრაში 15 გოლი.



8. 18 გოლი ფინალებში.

ჯამში 25 ფინალურ მატჩში მიუღია მონაწილეობა (23 საკლუბო, 2 სანაკრებო), რომელთა ჯამშიც 18 გოლი აქვს გატანილი.



9. "პიჩიჩის" 3 გზის გამარჯვებული.

ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 3-ჯერ გახდა - 2010-11; 2013-14 და 2014-15 წლებში. ლა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი სწორედ 2014-15 წლებში გაიტანა - 48.



10. "ოქროს ბურთის" 5 გზის გამარჯვებული.

ფეხბურთის ისტორიაში "ოქროს ბურთის" უპრესტიჟულესი ჯილდო ყველაზე მეტჯერ ორ ფეხბურთელს აქვს მოგებული - ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს - 5-5.



11. "ჩემპიონთა ლიგის" 6 გზის საუკეთესო ბომბარდირი.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის წოდებას 5-ჯერ "რეალთან" ერთად მიაღწია, ხოლო ერთხელ "მანჩესტერ იუნაიტედთან" - 2007-08 წ.



12. ერთ სეზონში 61 გოლი.

ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი 2014-15 წლებში გაიტანა, როცა მეტოქეთა კარი 61-ჯერ აიღო. იქამდე მისი უმაღლესი მაჩვენებელი 2011-12 წლების 60 გოლი იყო.



13. ზედიზედ 12 სეზონში მინიმუმ 20 გოლი.

2006-07 წლების სეზონიდან მოყოლებული ყველა სეზონში 20-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. მათ შორის ყველაზე ცოტა სეზონში 23 გოლია. მიმდინარე სეზონში რონალდუმ უკვე 21 გოლი გაიტანა.



14. ლიგაში ყველაზე მეტი პენალტის გამტანი.

ჩემპიონატის ეგიდით შესრულებული 90 პენალტიდან 77 გატანილი აქვს, რაც 86%-იანი სიზუსტეა.



15. ჯარიმებიდან გატანილი 53 გოლი.

საჯარიმო დარყმების შემდეგ 53 გოლი აქვს აქტივში - 33 "რეალის" ფეხბურთელის რანგში, 13 "მანჩესტერ იუნაიტედის" და 7 პორტუგალიის ნაკრების.



16. თავით გატანილი 107 გოლი.

ჰაერში თამაშის სპეციალისტი - პროფესიონალურ კარიერაში თავური დარტყმით გატანილი 107 გოლი, მათ შორის 65 "რეალის" შემადგენლობაში.



17. დებიუტი 2002 წელს.

მისი პროფესიონალური დებიუტი 2002 წლის 14 აგვისტოს ლისაბონის "სპორტინგის" რიგებში, მილანის "ინტერის" წინააღმდეგ "ჩემპიონთა ლიგის" საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისას შედგა.



18. პირველი ფეხბურთელი, რომელმაც "ჩემპიონთა ლიგაზე" 100 გოლი გაიტანა.

"ჩემპიონთა ლიგის" ისტორიაში 100 გოლიან ნიშნულს პირველად მან მიაღწია. ამჟამად ამ ტურნირის ეგიდით 115 გოლი აქვს გატანილი - "რეალის" ფორმით 99.



19. "რეალის" რეკორდსმენი შიდა ჩემპიონატის შეხვედრებში ზედიზედ გატანილი გოლების მიხედვით.

2014-15 წლების სეზონის ლა ლიგაში, ზედიზედ 10 თამაშში გაიტანა (ჯამში 19 გოლი), რაც "რეალის" ისტორიაში მის გარდა არავის გაუკეთებია.



20. საერთაშორისო დონეზე 17 წლის ასაკში.

რონალდუს სანაკრებო დებიუტი 17 წლის ასაკში, ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ შედგა.



21. ორჯერ გატანილი 5 გოლი.

ერთ შეხვედრაში 5 გოლი ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეს გაუტანია. რონალდუმ ეს ორჯერ გააკეთა - "გრანადასა" და "ესპანიოლის" წინააღმდეგ.



22. მარჯვენა ფეხით გატანილი 331 გოლი.

კრიშტიანუ მრავალფეროვანი ფეხბურთელია და გოლები ნებისმიერი პოზიციიდან, ორივე ფეხით, თავით და სხეულის სხვადასხვა ნაწილებით გააქვს. განსაკუთრებით სახიფათო მისი მარჯვენა ფეხია, რომლითაც კარიერაში 331-ჯერ გაუტანია.



23. მესის წინააღმდეგ 34-ჯერ უთამაშია.

ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთის წინააღმდეგ 34-ჯერ უთამაშიათ. ამ შეხვედრათა ჯამში არგენტინელმა 20 გოლი გაიტანა, ხოლო პორტუგალიელმა - 18.



24. მოედნიდან 6-ჯერ გაუძევებიათ.

კრიშტიანუ რონალდუს, კარიერაში 6 წითელი ბარათი აქვს მიღებული. ბოლოს ის მოედნიდან აგვისტოში გააძევეს, როცა "ბარსელონას" წინააღმდეგ ესპანეთის სუპერ თასის პირველი მატჩისას მთავარ არბიტრ რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეას ხელით შეეხო.



25. კარიერის მანძილზე 4 სათამაშო ნომერი.

პორტუგალიელი ვარსკვლავი ნომერ 7-თან ასოცირდება, თუმცა კარიერის მანძილზე 9; 17 და 28 ნომრიანი მაისურებითაც უთამაშია.



26. ყველაზე ხშირი პარტნიორი.

რონალდუს ყველაზე მეტ შეხვედრაში პარტნიორობას კარიმ ბენზემა უწევდა - 329 თამაში.



27. პირველი გოლი.

პირველი პროფესიონალური გოლი 2002 წლის 7 ოქტომბერს გაიტანა. "სპორტინგი" "მორეირენსეს" ხვდებოდა, მომავლის ვარსკვლავმა კი დუბლი ჩაიწერა.



28. კარიერის მანძილზე 11 სხვადასხვა მწვრთნელი.

კრიშტიანუს პროფესიონალურ დონეზე (2002 წლიდან) 11 სხვადასხვა მწვრთნელთან უმუშავია - ლასლო ბოლონი ("სპორტინგი"), ლუიშ ფელიპე სკოლარი, კარლოს კეირუში, პაულო ბენტუ, ფერნანდო სანტუში, ალექს ფერგიუსონი, მანუელ პელეგრინი, ჟოზე მოურინიო, კარლო ანჩელოტი, რაფაელ ბენიტესი და ზინედინ ზიდანი.



29. ზედიზედ 11 თამაშში გატანილი გოლი.

საუკეთესო საგოლე სვლა 2013-14 წლების სეზონში ჰქონდა, როცა ზედიზედ 11 ოფიციალურ შეხვედრაში შეაგდო.



30. 12 სხვადასხვა ტიტული.

კარიერის მანძილზე 12 სხვადასხვა ტურნირი მოუგია - პორტუგალიის სუპერ თასი, ინგლისის პრემიერ ლიგა, ინგლისის FA CUP, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის ქომუნითი შილდი, უეფას "ჩემპიონთა ლიგა", ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერ თასი, უეფას სუპერ თასი და ევროპის ჩემპიონატი.



31. უდიდესი ანგარიშით გამარჯვება - 10:2.

2015 წლის 20 დეკემბერს "რეალმა" საკუთარ მოედანზე "რაიო ვალეკანოს" 10:2 მოუგო, რაც კრიშტიანუს კარიერაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა. მან 2 გოლი გაიტანა.

32. "ჩემპიონთა ლიგის" საგოლე რეკორდი.

2013-14 წლებში რონალდუს მიერ გატანილი 17 გოლი, "ჩემპიონთა ლიგის" ერთ სეზონში ყველაზე მეტია.



33. ჯამში 128 მეტოქე.

კარიერის მანძილზე 128 მეტოქის წინააღმდეგ თამაში მოუწია - იგულისხმება როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო ბატალიები.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.