სელტა
2-2
რეალი

22.09.2018 22:45
სტადიონი: MONTILIV
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
24
11
2
სევილია
20
11
3
ატლეტიკო
20
11
4
ალავესი
20
11
5
ესპანიოლი
18
10
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
იაგო ასპასი
8
2
კრისტიან სტუანი
7
3
ანდრე სილვა
7
4
ლიონელ მესი
7
გამოკითხვა

თქვენი აზრით - უნდა მიმდინარეობდეს, თუ არა madridistebi.com-ზე სტატიებისა და კომენტარების წერა ქართულად???

FACEBOOK
"რატომ შევცვალე რონალდო?"- ზინედინ ზიდანის "ლევანტესთან" მატჩის შემდგომი კომენტარი
5-02-2018, 14:51
475 / 0
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „ლევანტესთან“ დაპირისპირება შეაფასა. გუნდმა დამატებით 2 ქულის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა, რადგან ბოლო წუთებზე გოლი გაუშვა. საბოლოო ანგარიში 2-2 გახლდათ.

„თამაშის მსვლელობას ჩვენ ვაკონტროლებდით, განსაკუთრებით კი პირველ ნახევარში. მეორე ნახევარში მეორე გოლი უნდა გაგვეტანა, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა. შემდგომ, მეორე გოლის საკუთარ კარში გაშვების თავიდან აცილება ვეღარ მოვახერხეთ. გადაწყობა ვეღარ შევძელით და ეს რთული მისაღებია, რადგანაც ორი ქულა დავკარგეთ.“

„ეს ფეხბურთია, სადაც მოწინააღმდეგეს შეუძლია პრობლემები შეგიქმნას. როგორც კი ანგარიშში წინ გავიჭერით, არ უნდა მიგვეცა მათთვის მეორე გოლის გატანის შანსი, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა. აღნიშნული მე ძალიან მაღელვებს, რადგან ამ ასპექტის ირგვლივ ჩვენ ნამდვილად ბევრს ვშრომობთ. ვიცოდით, რომ მოწინააღმდეგეს ჩვენთვის კონტრშეტევებზე შეეძლო სირთულეების შექმნა, მაგრამ ორი გოლი მაინც გავუშვით.“

“კრიშტიანუ რონალდუს შესახებ გაინტერესებთ? იმიტომ შევცვალე, რომ მოედნის ცენტრალური ნაწილის გაძლიერება იყო საჭირო. ასე რომ, ჯერ ასენსიო მოვიშველიე, შემდგომ კი ლუკასი."

„სულ იმას გავიძახი, რომ ჩემპიონატში ბრძოლა ბოლომდეა საჭირო და არაფერი დასრულებულა. კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი. ამჯერად, 2 ქულა დავკარგეთ, თანაც თამაში მთლიანად ჩვენ ხელში იყო და მთლიანად ვაკონტროლებდით.“

„ზედიზედ მესამე შეხვედრა უნდა მოგვეგო, მაგრამ არ გამოგვივიდა. დაფიქსირებული შედეგით, ჩვენ ძალიან გულნატკენი ვართ. წინ ჩემპიონატის კიდევ ერთი შეხვედრაა, შემდგომ კი „ჩემპიონთა ლიგაზე“ გადავერთვებით და „პ.ს.ჟ.“-სთან დაპირისპირების შესახებ ვიფიქრებთ.“ - ციტირებს მადრიდის „რეალის“ ფრანგი სპეციალისტის ზინედინ ზიდანის სიტყვებს „MADRIDISTEBI.COM”.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.