განრიგი
ლეგანესი
VS
რეალი

21.02.2018 - 21:45
BUTARQUE
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
62
24
2
ატლეტიკო
55
24
3
რეალი
48
24
4
ვალენსია
46
24
5
სევილია
39
24
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
20
2
სუარესი
17
3
ასპასი
15
4
სტუანი
13
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ "რეალი" მოიგებს "ჩემპიონთა ლიგას"?

FACEBBOOK


პარტნიორები
რეკლამა
ულტიმატუმი დაკმაყოფილებულია -

ულტიმატუმი დაკმაყოფილებულია - "რეალმა" რონალდუს შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

5-02-2018, 14:48
კომენტარები 331 / 0
ამჟამად, მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში, წელიწადში, კრიშტიანუ რონალდუ დაახლოებით 21 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. თუ ამ მოცულობას საპრიზოებსაც მივუმატებთ, თანხის საერთო რაოდენობა 25 მილიონ ევროს მიაღწევს.

„MADRIDISTEBI.COM”-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ დათანხმდა რონალდუს ინიციატივას და პორტუგალიელისათვის ანაზღაურების 30 მილიონ ევრომდე გაზრდა გადაწყვიტა.

როგორც ირკვევა, „სამეფო გუნდი“ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას მიმდინარე წლის ზაფხულში გეგმავს. ამრიგად, რონალდუ ნეიმარის გვერდით, წლიურად გამომუშავებული თანხის თვალსაზრისით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

კრიშტიანუმ მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, იგი "სამეფო გუნდის" რიგებში დარჩება. პორტუგალიელს ის გარემოებაც კარგად ესმის, რომ ახლა მისი კონტრაქტის მოდიფიკაციისათვის შეუსაბამო დროა.

ანაზღაურების 9 მილიონი ევროთი გაზრდა, მადრიდის „რეალის“ მხრიდან, რონალდუს მიმართ სრული ნდობის გამოხატულებაა. რა თქმა უნდა, ფორვარდი ამგვარ წინადადებაზე უარს ვერ იტყვის და გაუმჯობესებულ კონტრაქტს ხელს აუცილებლად მოაწერს.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.