განრიგი
ლეგანესი
VS
რეალი

19.01.2018 - 00:30
MUNICIPAL DE BUTARQUE
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
51
19
2
ატლეტიკო
42
19
3
ვალენსია
40
19
4
რეალი
32
18
5
ვილიარეალი
31
19
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
16
2
ასპასი
11
3
სუარესი
11
4
ძაძა
10
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ "რეალი" მოიგებს "ჩემპიონთა ლიგას"?

FACEBBOOK


პარტნიორები
რეკლამა

"რეალი" უარყოფს, რომ 2013 წელს მესიში 250 მილიონს იხდიდა

13-01-2018, 21:34
კომენტარები 41 / 0
მადრიდის "რეალი" უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 2013 წელს, გარეთ ბეილის ტრანსფერამდე, "სამეფო კლუბი" მზად იყო ლიონელ მესიში 250 მილიონი ევრო გადაეხადა.

გერმანული Spiegel-ის ცნობით, 2013 წელს, "რეალის" პრიორიტეტი ლიონელ მესი იყო და მადრიდელები მზად იყვნენ არგენტინელის მაშინდელი გამოსასყიდი თანხა, 250 მილიონი ევრო გადაეხადათ, მასთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაეფორმებინათ და ფეხბურთელისთვის წელიწადში 23 მილიონი ევრო დაენიშნათ. ეს ტრანსფერი, ისევე როგორც ხელფასი, რეკორდული იქნებოდა, თუმცა მესიმ "რეალში" თამაშზე უარი თქვა, მადრიდელებმა კი ბეილი შეიძინეს.

"რეალის" წარმომადგენელი, Marca-სთან საუბრისას აცხადებს: "ეს ინფორმაცია მთლიანად გამოგონილია და მას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს."

Spiegel-ის ინფორმაციის ნაწილი რომ სიმრთლეს არ შეესაბამება, ეს დანამდვილებით შეიძლება ითქვას. საქმე ისაა, რომ ესპანეთში მოქმედი წესების თანახმად, ფეხბურთელთან გასაფორმებელი ვადიანი კონტრაქტის მაქსიმუმი 6 წელია. აქედან გამომდინარე, "რეალი" მესისთან 8-წლიანი ხელშეკრულების გაფორმებას ვერ შესძლებდა.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.