განრიგი
ლეგანესი
VS
რეალი

19.01.2018 - 00:30
MUNICIPAL DE BUTARQUE
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
51
19
2
ატლეტიკო
42
19
3
ვალენსია
40
19
4
რეალი
32
18
5
ვილიარეალი
31
19
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
16
2
ასპასი
11
3
სუარესი
11
4
ძაძა
10
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ "რეალი" მოიგებს "ჩემპიონთა ლიგას"?

FACEBBOOK


პარტნიორები
რეკლამა
გეზი მადრიდისკენ - ლიოვმა პერესს

გეზი მადრიდისკენ - ლიოვმა პერესს "რეალის" სუსტი პოზიციები დაუსახელა

13-01-2018, 10:04
კომენტარები 423 / 0
გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავკაცი მადრიდის "რეალში" ზინედინ ზიდანის თანამდებობაზე მთავარ კანდიდატად მიიჩნევა. ამის შესახებ გერმანულ მედიაზე დაყრდნობით AS-ი იუწყება.

მადრიდის "რეალის" ბოლოდროინდელი ასპარეზობა გუნდის ისტორიაში საუკეთესო სცენარით ნამდვილად არ განვითარებულა, მედიაში კი ფრანგი სპეციალისტის პოტენციური შემცვლელების შესახებ დაიწყეს საუბარი. იმის მიუხედავად, რომ ზიდანს "სამეფო კლუბთან" ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თვითონ ექსფეხბურთელი აცნობიერებს, რომ მას არანაირი გარანტია არ აქვს.

2016-ში ზიდანის დანიშვნამდე "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იოახიმ ლიოვს შეხვდა, თუმცა, გერმანელმა სპეციალისტმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე ბუნდესთიმის დატოვებაზე უარი თქვა. სავარაუდოა, რომ ზიდანის გათავისუფლების შემთხვევაში, პერესი კვლავ მიუბრუნდება ლიოვის კანდიდატურას - ამ უკანასკნელს გერმანელებთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

უცნობია, რამდენად სანდოა ინფორმაცია, თუმცა, ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ მადრიდულ კლუბს და ლიოვს შორის საუბარი უკვე შედგა. უფრო მეტიც, მხარეების თანამშრომლობის შემთხვევაში, იოახიმი ისურვებდა, რომ გუნდმა ცენტრალური და ფლანგის მცველები დაიმატოს, ასევე ახალი ფორვარდი და კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც შუახაზში იმოქმედებს.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.