განრიგი
ლეგანესი
VS
რეალი

19.01.2018 - 00:30
MUNICIPAL DE BUTARQUE
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
51
19
2
ატლეტიკო
42
19
3
ვალენსია
40
19
4
რეალი
32
18
5
ვილიარეალი
31
19
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
16
2
ასპასი
11
3
სუარესი
11
4
ძაძა
10
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ "რეალი" მოიგებს "ჩემპიონთა ლიგას"?

FACEBBOOK


პარტნიორები
რეკლამა
ბეილი

ბეილი "რეალის" ლიდერად ყალიბდება

10-01-2018, 21:48
კომენტარები 200 / 0
გარეტ ბეილის დაბრუნება კრიზისში მყოფი მადრიდის "რეალისთვის" ერთადერთი კარგი სიახლეა. უელსელი მინდორზე დაბრუნებიდან ჩვეულ კონდიციებს იბრუნებს და გუნდი გამარჯვებებისკენ მიჰყავს...

ბეილმა კუნთის პრობლემების გამო სეზონის სტარტის დიდი ნაწილი გამოტოვა და ზინედინ ზიდანს 2017 წლის 28 ნოემბრამდე მოცდა მოუწია იმისათვის, რომ გარეტი კვლავ მინდორზე გამოჩენილიყო.

იმ საღამოს გარეტი მინდორზე საფინალო სასტვენამდე 30 წუთით ადრე გამოჩნდა და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. თუმცა, "ფუენლაბრადასთან" მატჩმა უელსელს ცუდი მოგონებები დაუტოვა, რადგან მან ისევ ტრავმა მიიღო და მომდევნო ორი მატჩი გამოტოვა.

ბეილი შემდგომში მინდორზე "ელ კლასიკოში" გამოჩნდა, როცა მატეო კოვაჩიჩი შეცვალა. გარეტს კონდიციების აღდგენის შანსი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც მიეცა, როცა ზიდანმა მას ნახევარფინალში "ალ-ჯაზირასთან" მატჩის ბოლო წუთებზე თამაშის შანსი მისცა. უელსელმა 81-ე წუთზე ქარიმ ბენზემა შეცვალა და პირველივე შეხებით გოლი გაიტანა, ამავდროულად, გუნდს გამარჯვება მოუტანა. ზიზუმ ფინალშიც იგივე სქემა გაიმეორა და ბეილი "გრემიოსთან" შეხვედრაში მინდორზე კვლავ ბენზემას ნაცვლად გამოჩნდა.

ბეილმა 2017 წელი კარგი თამაშით დაასრულა და 2018 წელი შთამბეჭდავად დაიწყო, როცა სასტარტოს დაუბრუნდა. სამეფო თასზე "ნუმანსიასთან" გამართულ პირველ მატჩში უელსელმა ანგარიში გახხსნა, რომელიც მადრიდელებმა საბოლოო ჯამში 3:0 მოიგეს.

კვირას, "სელტასთან" "ბალაიდოსზე" გამართულ მატჩში ბეილი ერთ-ერთი მათგანი იყო მოედანზე, რომელმაც თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. მისი დუბლის წყალობით "ბლანკოსმა" ერთი ქულა მოიპოვა.

გუნდის მეთაური ამჟამად ბეილია. იმ გუნდის, რომელმაც 2018 წელი არცთუ ისე წარმატებით დაიწყო. გარეტმა მინდორზე დაბრუნებიდან 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან 2 სასტარტოში დაიწყო, აქტივში კი 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. გოლი ყოველ 53 წუთში - უელსელი ამ მაჩვენებლით ყველა თანაგუნდელს აღემატება. უფრო მეტიც, ბეილი გუნდში მეორე საუკეთესო ბომბარდირია. მის აქტივში 7 გოლია და მარკო ასენსიოსთან ერთად მეორე პოზიციას ინაწილებს. ბომბარდირთა რეიტინგის სათავეში კი კრიშტიანუ რონალდუა.

ბეილის მომდევნო მიზანი მინდორზე 90 წუთის გატარებაა. ის, რაც დიდი ხანია არ გაუკეთებია.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.