განრიგი
ლეგანესი
VS
რეალი

19.01.2018 - 00:30
MUNICIPAL DE BUTARQUE
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
51
19
2
ატლეტიკო
42
19
3
ვალენსია
40
19
4
რეალი
32
18
5
ვილიარეალი
31
19
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
16
2
ასპასი
11
3
სუარესი
11
4
ძაძა
10
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ "რეალი" მოიგებს "ჩემპიონთა ლიგას"?

FACEBBOOK


პარტნიორები
რეკლამა

"მანიუ" კვლავ ბეილსი დამატებაზე ფიქრობს

9-01-2018, 23:56
კომენტარები 95 / 0
მიუხედავად ბოლოდროინდელი ჭორებისა, ჟოზე მოურინიო არ თვლის, რომ ანტუან გრიზმანი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორმას მოირგებს...

ალბათ, ეს ნაწილობრივ იმას უკავშირდება, რომ ფრანგმა შემტევმა ახალ კლუბში ძალიან მაღალი ხელფასი მოისურვა. ასეა თუ ისე, ინგლისური პრესის ინფორმაციით, "წითელმა ეშმაკებმა" ჩათვალეს, რომ გრიზმანი დიდი ალბათობით "ბარსელონას" შეუერთდება. ახლა მოურინიო და გუნდის ხელმძღვანელობა გარეტ ბეილის შესაძენად იბრძოლებენ.

"იუნაიტედში" ბეილს გრიზმანის ღირსეულ ალტერნატივად მიიჩნევენ, გამომდინარე იქედან, რომ უელსელს ინგლისის პრემიერლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ამასთან ერთად, გარეტს ჟოზეც კარგად იცნობს და მის გუნდში ტრანსფერს დადებითად უყურებს.

ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ "ემიუსა" და "რეალს" შორის პრინციპული შეთანხმება შედგება. "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრები ბეილს ძალიან აფასებენ და თვლიან, რომ უელსელი "იუნაიტედს" "მანჩესტერ სიტის" ჰეგემონიის დამხობაში დაეხმარება.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.