განრიგი
ლეგანესი
VS
რეალი

19.01.2018 - 00:30
MUNICIPAL DE BUTARQUE
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
51
19
2
ატლეტიკო
42
19
3
ვალენსია
40
19
4
რეალი
32
18
5
ვილიარეალი
31
19
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
16
2
ასპასი
11
3
სუარესი
11
4
ძაძა
10
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ "რეალი" მოიგებს "ჩემპიონთა ლიგას"?

FACEBBOOK


პარტნიორები
რეკლამა
5 მიზეზი, რის გამოც რეალი ჩაფლავდა

5 მიზეზი, რის გამოც რეალი ჩაფლავდა

9-01-2018, 09:07
კომენტარები 409 / 0
2017-2018 წლების სეზონი, მადრიდის "რეალისთვის" კატასტროფულად მიმდინარეობს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ზიდანის გუნდმა მე-2 ადგილით დაასრულა, რის გამოც 1/8 ფინალში "პარი სენ ჟერმენს" დაუწყვილდა.

უარესი სიტუაციაა ლა ლიგაში, სადაც "სამეფო კლუბი" თავისთვის უჩვეულო, მე-4 პოზიციაზე იმყოფება. "რეალსა" და "ბარსელონას" შორის სხვაობა 16 ქულაა.

MARCA იმ მიზეზებზე წერს, რის გამოც კლუბმა სეზონის პირველი ნახევარი ჩააგდო.

1. არაგუნდური თამაში
"სელტასთან" მატჩში გამოჩნდა, რომ "რეალის" ფეხბურთელები გუნდურად არ თამაშობდნენ. ისკოს, რონალდუს, ვასკესს, ბეილსა და სხვა მადრიდელს არა ერთი ეპიზოდი ჰქონდათ, თუმცა მათ ბოლო მომენტში გადაცემის ნაცვლად კარის მიმართულებით დარტყმა ამჯობინეს. შეხვედრიდან ნათლად გამოჩნდა, რომ "რეალის" მოთამაშეები ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ცდილობდნენ მატჩის გადარჩენას და არა გუნდური თამაშით.

2. გოლები
მიმდინარე სეზონში კარიმ ბენზემა კატასტროფულ მდგომარეობაშია. ასევე, გოლები ვეღარ გააქვს რონალდუსაც, რამაც საბოლოოდ წინა ხაზში სერიოზული პრობლემები წარმოშვა. გასული სეზონის ლა ლიგის მე-17 ტურის შემდეგ, "რეალს" 47 გოლი ჰქონდა გატანილი, ახლა კი მე-17 ტურის შემდეგ მათ 32 გოლი აქვთ გატანილი.

3. ფიზიკური ფორმა
MARCA წერს, რომ "რეალის" ფეხბურთელები ფიზიკურადაც ვერ გამოიყურებიან კარგად. გარეტ ბეილმა სეზონის ნახევარი ტრავმის გამო გამოტოვა. ასევე, ლაზარეთში იყო კარიმ ბენზემაც. ესპანური გამოცემა იმასაც ფიქრობს, რომ ზოგიერთი მოთამაშე ბოლომდე არ იხარჯება და თავს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ინახავს.

4. ტრანსფერები
ზაფხულში "რეალმა" ხამესი, მორატა და პეპე გაუშვა და მათი შემცვლელები გუნდში არ გამოჩნდა. ზიდანი ყოველთვის როტაციით თამაშობდა და მიმდინარე სეზონში მან ეს ვეღარ მოახერხა, რადგან შესაფერისი ფეხბურთელები სათადარიგო სკამზე აღარ ჰყავდა. ეს ფაქტი რონალდუმაც აღნიშნა: "პეპეს, ხამესისა და მორატას წასვლამ გუნდი დაასუსტა."

5. რონალდუ
პორტუგალიელი უკვე წლებია გუნდის ლიდერია და მისი ჩავარდნა თამაშზე ყოველთვის აისახება. 2017-2018 წლების სეზონში, ლა ლიგაში რონალდუს მხოლოდ 4 გოლი აქვს გატანილი. 17 ტურის შემდეგ, ეს პორტუგალიელისთვის გასაოცრად უჩვეულო მაჩვენებელია. მართალია, ის ლიგაზე კვლავინდებურად იტანს, თუმცა ლა ლიგაში ვერაფერს აკეთებს.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.