განრიგი
ლეგანესი
VS
რეალი

19.01.2018 - 00:30
MUNICIPAL DE BUTARQUE
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
51
19
2
ატლეტიკო
42
19
3
ვალენსია
40
19
4
რეალი
32
18
5
ვილიარეალი
31
19
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
16
2
ასპასი
11
3
სუარესი
11
4
ძაძა
10
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ "რეალი" მოიგებს "ჩემპიონთა ლიგას"?

FACEBBOOK


პარტნიორები
რეკლამა

"ეს არის მასტერ-კლასი იმისა, თუ როგორ არ შეიძლება ჩემპიონის ტიტულის დაცვა"

9-01-2018, 02:43
კომენტარები 143 / 0
გაზეთ AS-ის მთავარი რედაქტორის ტომას რონსეროს მოსაზრება მადრიდის "რეალის" კრიზისზე...

"მათემატიკური თვალსაზრისით ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ბევრი მუშაობა მოგიწევთ, რათა რეალურ სამყაროში მცხოვრები ნებისმიერი მადრიდისტა დაარწმუნოთ იმაში, რომ ტიტულისთვის რბოლა არ დასრულებულა".

"ტიტულის დაკარგვას საშინელი გზით შევეგუეთ: მოქმედმა ჩემპიონებმა სეზონის შუა ნაწილამდეც ვერ მიაღწიეს, რათა ტიტული უკან მოეთხოვათ. უარს ვამბობ გავიხსენო 2006/07 წლების სეზონის "რეალი", რადგან დღევანდელ შემადგენლობას არც ჟინი აქვს, არც ენთუზიაზმი".

"ბალაიდოსზე" წლევანდელი სეზონის კიდევ ერთი სამარცხვინო ისტორიის მომსწრენი გავხდით. ვის დაავიწყდა "ლევანტესთან" გასვლითი მატჩი, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" და "სან მამესზე" ნულოვანი ფრეები, ან "ჟირონასთან" სამარცხვინო მარცხი? და არ მაიძულოთ "ელ კლასიკოს" მეორე ტაიმზე საუბარი დავიწყო...".

"იმავე გუნდმა, რომელმაც კალენდარულ წელში ხუთი ტიტულის მოგებით გაგვახარა, უკვე 19 ქულა დაკარგა. სინამდვილეში, ახლა მეოთხე ადგილისთვის ვიბრძვით".

"გულწრფელად გეტყვით, ეს ჩემში დაბნეულობას იწვევს. "სამეფო კლუბმა" ბოლო სათამაშო დღემდე უნდა იბრძოლოს, რადგან ამას მოითხოვს გერბი, ისტორია და ლეგენდა. ვშიშობ, ზინედინ ზიდანის შეგირდები ჟოზე მოურინიოს მესამე სეზონს გაიმეორებენ".

"ბედნიერი სამყარო, რომელიც ფრანგმა სპეციალისტმა 22 თვეში ჩამოაყალიბა, თავდაჯერებულობის არქონის გამო იმსხვრევა, რომელიც გვკლავს. დუმილის, ფიქრის და თვითკრიტიკის დროა...".
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.