განრიგი
ლეგანესი
VS
რეალი

19.01.2018 - 00:30
MUNICIPAL DE BUTARQUE
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
51
19
2
ატლეტიკო
42
19
3
ვალენსია
40
19
4
რეალი
32
18
5
ვილიარეალი
31
19
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
16
2
ასპასი
11
3
სუარესი
11
4
ძაძა
10
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ "რეალი" მოიგებს "ჩემპიონთა ლიგას"?

FACEBBOOK


პარტნიორები
რეკლამა
ნეიმარის მამა მადრიდშია - ფეხბურთის სამყაროში სენსაციური ტრანსფერი მზადდება!

ნეიმარის მამა მადრიდშია - ფეხბურთის სამყაროში სენსაციური ტრანსფერი მზადდება!

8-01-2018, 23:30
კომენტარები 655 / 0
გასული ექვსი თვის განმავლობაში, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი არ მალავს თავის სურვილს ნეიმარის „სამეფო გუნდში“ გადმოყვანის თაობაზე. მას შემდგომ, რაც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პარიზულ კლუბში განაგრძო კარიერა, მადრიდის „რეალის“ სახელს განუწყვეტლივ აკავშირებენ „ბარსელონას“ ყოფილი სუპერვარსკვლავის ნეიმარის სახელთან.

ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო მიზეზი იმისა, თუ რატომაც აკავშირებენ ნეიმარის სახელს ფლორენტინო პერესთან, არის ის, რომ ეს უკანასკნელი ნეიმარის მამასთან მეგობრობს. აღნიშნული მეგობრობის ფონზე, არაა გამორიცხული, რომ ფეხბურთში მასშტაბური ცვლილებები მოხდეს და გრანდიოზული ტრანსფერის მომსწრენი გავხდეთ.

„ნეიმარის მამა ნებისმიერ სოლიდურ წინადადებას მიესალმება და მისი განხორციელების თანახმაა. იგი არცერთი ისეთი იდეის წინააღმდეგი არ იქნება, რაც საკუთრივ ნეიმარის მომავლისთვის სასარგებლო იქნება. მან კარგად იცის, რომ ნეიმარის მადრიდის „რეალში“ გადასვლის ალტერნატივა ყოველთვის არსებობს და ამის გამო იგი მადრიდში სახლის ძიებას შეუდგა. მან ფაქტობრივად უკვე იპოვა საცხოვრებელი ფართი და მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში უკვე ოფიციალურად დაიკანონებს.“

საინტერესოა, გონივრულია თუ არა ნეიმარის მამის მიერ მადრიდში სახლის ყიდვის ფაქტის დაკავშირება ნეიმარის მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან? ამას მხოლოდ დრო თუ გვიჩვენებს.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.