განრიგი
რეალი
VS
გრემიო

16.12.2017 - 21:00
Zayed Stadium
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
34
12
2
ვალენსია
30
12
3
რეალი
24
12
4
ატლეტიკო
24
12
5
სევილია
22
12
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
12
2
ძაძა
9
3
ბაკამბუ
8
4
როდრიგო
7
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ "რეალი" მოიგებს "ჩემპიონთა ლიგას"?

FACEBBOOK


პარტნიორები
რეკლამა

"ოქროს ბურთის" ანალიზი - ვინ აღმართავს პრესტიჟულ ჯილდოს ?

6-12-2017, 00:47
კომენტარები 183 / 0
2017 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია ხუთშაბათს, 7 დეკემბერს გაიმართება. გამოცემა „The Sun”-ისა და სხვა ესპანური წყაროების ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუ მზადაა თავისი დიდი მოწინააღმდეგის - ლიონელ მესის დასამარცხებლად. მასმედია თვლის, რომ რონალდუმ კარიერაში მე-5 „ოქროს ბურთი“ უნდა მოიპოვოს.

მორიგი ინფორმაციით, პორტუგალიელ ვარსკვლავს საფრანგეთის ლეგენდარული ფიგურა დავიდ ჟინოლა პარიზში, „ეიფელის კოშკის“ ყველაზე მაღალ წერტილში გადასცემს კუთვნილ ჯილდოს. გრძელდება 2009 წლის ტენდენცია, რომლის მიხედვითაც „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარ პრეტენდენტებად კვლავ რონალდუ და მესი გვევლინებიან. პრესა თვლის, რომ მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში, რონალდუმ სეზონის მეორე ნახევარი ბრწყინვალედ ჩაატარა და სწორედ აქედან გამომდინარე უნდა აღმართოს „ოქროს ბურთი“.

მიმდინარე სეზონში რონალდუ ძალიან ცუდ ფორმაში იმყოფება. კონტრასტულად, მესი ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს. ბევრი თვლის, რომ სწორედ არგენტინელს აქვს უპირატესობა მე-6 „ოქროს ბურთის“ ჯილდოს მოპოვების გზაზე. არსებობს მეორე შეხედულებაც, რომლის მიხედვითაც, გასულ სეზონში, პორტუგალიელმა სწორედ მაშინ მოუმატა თამაშის ხარისხს, როდესაც მას და მის გუნდს ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მისი დამსახურებით, სამეფო კლუბმა „ჩემპიონთა ლიგაზე“ წარმატება მოიპოვა. „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება „ფრანგული ფეხბურთის“ ორგანიზაციით იმართება. ჯილდოს მფლობელს გამოავლენს მსოფლიოს მასშტაბით, 30 წამყვანი სპორტული ჟურნალისტის მიერ დაფიქსირებული ხმები.

კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ჩვენი თაობის ორი ყველაზე საოცარი ფეხბურთელია. ჩვენ გაგვიმართლა, რომ მათ ეპოქაში ვცხოვრობთ. 2008 წლიდან მოყოლებული, „ოქროს ბურთის“ ჯილდოებს სწორედ ისინი ინაწილებენ. მესიმ 5-ჯერ შეძლო ჯილდოს აღმართვა, რონალდუმ კი 4-ჯერ. ხუთშაბათს წყვილი კიდევ ერთხელ შეეჯიბრება ერთმანეთს, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, მასმედია პორტუგალიელს უპირობო ფავორიტად თვლის. ზინედინ ზიდანიც პორტუგალიელ თავდამსხმელს უგულშემატკივრებს იმ იმედით, რომ ეგების რონალდუს მიერ მოგებულმა „ოქროს ბურთმა“ საგრძნობლად გააუმჯობესოს მისი თამაში მიმდინარე სეზონში.

მიმდინარე სეზონში, მესი უფრო უკეთ თამაშობს, ვიდრე რონალდუ, მაგრამ როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა, რონალდუ თავის მაღალ კლასს სწორედ მაშინ ამჟღავნებდა. „ჩემპიონთა ლიგისა“ და „ლა ლიგის“ მიწურულს ფანტასტიკური ასპარეზობის გამო, რონალდუ ჭეშმარიტად იმსახურებს 2017 წლის „ოქროს ბურთის“ ჯილდოს აღმართვას!
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.