განრიგი
ატლეტიკო
VS
რეალი

18.11.2017 - 23:45
METROPOLITANO
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
28
10
2
ვალენსია
24
10
3
რეალი
20
10
4
ატლეტიკო
20
10
5
სევილია
19
10
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
11
2
ძაძა
6
3
ბაკამბუ
5
4
გომესი
5
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ "რეალი" მოიგებს "ჩემპიონთა ლიგას"?

FACEBBOOK


პარტნიორები
რეკლამა
სატრანსფერო

სატრანსფერო "ელ კლასიკო": ფეხბურთელები, რომლებიც ორივე გუნდს სურდა

12-11-2017, 03:56
კომენტარები 522 / 1
მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ერთმანეთს არამხოლოდ მოედანზე უპირისპირდებიან - ეს ბრძოლა "ბერნაბეუს"და "კამპ ნოუს" ხშირად სცილდება და სხვადასხვა სივრცეში გადადის.

ესეთი ერთი მნიშვნელოვანი საბრძოლო ველი, სადაც მადრიდული და კატალონიური გრანდები ერთმანეთს ეჯახებიან სატრანსფერო ბაზარია, რადგანაც ორივე გრანდი საუკეთესო ფეხბურთელების შესაძენად იბრძვის და მათი ინტერესები ხშირად იკვეთება.

დანი ალვეში

"ბარსელონას" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველის მოსაპოვებლად მადრიდის "რეალიც" აქტიურად იბრძოდა, თუმცა, საბოლოოდ ეს ომი კატალონიურ კლუბთან დათმო. მადრიდული გრანდი ძალიან ახლოს იყო ბრაზილიელის ყიდვასთან და ეს ტრანსფერი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ ბოლო წუთს ვითარება შეიცვალა.

"მე არასოდეს დამიმალავს, რომ ჩემი ტრანსფერი "რეალში" თითქმის დასრულებული იყო. თუმცა, ჩემი ბედი შეიცვალა და მე "ბარსელონაში" მოვედი" - აღიარა ერთ-ერთ ინტერვიუში მარჯვენა მცველმა, რომლის გადმობირებაც "სევილიადან" აბსოლუტურად გამართლებული გამოდგა.

ისკო

დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელის, ისკოს, შესაძენად აქტიურად სამი გრანდი: "რეალი", "ბარსა" და "სიტი" იბრძოდა. საბოლოოდ, ისკომ გადაწყვეტილება "სიტის" და "რეალს" შორის მიიღო და ქალაქელებს სწორედ ეს უკანასკნელი ამჯობინა.

სხვადასხვა ჭორების მიხედვით, "რეალის" ფლეიმეიქერი ბავშვობიდან "ბარსელონას" გულშემატკივარი იყო, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ისკომ საკუთარ ძაღლს სახელად "მესი" დაარქვა. ის ასევე რამდენიმე ანტიმადრიდისტური განცხადების ავტორია, რომლებიც ესპანელმა ნახევარმცველმა მადრიდულ გრანდში გადასვლამდე გააკეთა. მიუხედავად ამისა, სატრანსფერო რინგზე გამარჯვებული მაინც მადრიდის "რეალი" გამოვიდა, რის შემდეგაც ისკომ აღიარა, რომ მის შესაძენად ყველაზე მეტი "თეთრებმა" იბრძოლეს და უარყო ის ჭორები, რომ ის თითქოს ბავშვობიდან "ბარსელონას" გულშემატკივრობდა.

ნეიმარი

ნეიმარის გადმოსაყვანად "რეალსა" და "ბარსას" შორის ნამდვილი ომი გაიმართა, რომელიც, საბოლოოდ, კატალონიელების გამარჯვებით დასრულდა. ფლორენტინო პერესის განცხადებით, ბრაზილიელმა სამედიცინო შემოწმებაც კი გაიარა მადრიდულ გრანდში, თუმცა, "სამეფო კლუბმა" ბოლო ეტაპზე აღმოაჩინა, რომ ტრანსფერის გაჩარხვა შეუძლებელი იყო.

2013 წლის 24 მაისს "სანტოსმა" გამოაცხადა, რომ მათ ორი შემოთავაზება მიიღეს ნეიმართან დაკავშირებით, საბოლოოდ კი, ბრაზილიელმა ვარსკვლავმა არჩევანი კატალონიურ გრანდზე შეაჩერა.

დი სტეფანო

დი სტეფანოს "რეალში" გადასვლა ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ტრანსფერია, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში განხორციელებულა. არგენტინელი გენიოსის შესაძენად "ბარსელონაც" აქტიურად იბრძოდა და ეს, ფაქტობრივად, გაჩარხული ჰქონდა კიდეც, მაგრამ ბოლო მომენტში გამარჯვება მადრიდულ გრანდს დარჩა.

სხვადასხვა ცნობის მიხედვით, ტრანსფერის განხორციელებაში სახელმწიფოს უმაღლესი პირებიც იყვნენ ჩართულები და სწორედ ამიტომ გადაწყდა ის "რეალის" სასარგებლოდ.

ლუის სუარესი

მადრიდის "რეალი" ლუის სუარესით ჯერ კიდევ "აიაქსში" თამაშის დროს ინტერესდებოდა, თუმცა ურუგვაელის ბედი სხვაგვარად წარიმართა. 2014 წელს, როდესაც ფორვარდი "ბარსელონაში" გადადიოდა, მადრიდულმა კლუბმა კიდევ ერთხელ სცადა მისი გადმობირება და მიზანთან ახლოსაც იყო, თუმცა, ტრანსფერი საბოლოოდ არ შედგა.

მარკო ასენსიო

მარკო ასენსიოს "ბარსელონასთან" ტრანსფერი თითქმის შეთანხმებული ჰქონდა და ესპანელი ნახევარმცველი ბარსელონაში სახლსაც კი ეძებდა, მაგრამ კატალონიურმა გრანდმა "მალიორკასთან" თანხის გადახდის სისტემაზე შეჯერება ვერ მოახერხა და მადრიდულმა გრანდმა არსებული ვითარებით უმალვე ისარგებლა.

ანდრე გომეში

ანდრე გომეშის შესაძენად "რეალსა" და "ბარსას" შორის ნამდვილი ბრძოლა გაიმართა, რომელიც, საბოლოოდ, ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. პორტუგალიელ ნახევარმცველს ორივე გრანდი რამდენიმე სეზონის განმავლობაში აკვირდებოდა, მან კი არჩევანი კატალონიელებზე შეაჩერა.

დანი სებალიოსი

ოცდაერთწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, სადაც დანი სებალიოსი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მის მიმართ ინტერესი მრავალმა გრანდმა, მათ შორის "ბარსელონამ" და "რეალმა" გამოთქვა.

გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ ამ ორ გიგანტს შორის გაიმართა, ესპანელმა ტალანტმა კი კატალონიურ გრანდს მადრიდული ამჯობინა.
კომენტარები:  5736
ჯგუფი: მეგობარი
სტატუსი:  გასულია
№  1    kroos-8   
13 ნოემბერი 2017 16:27
სხვათაშორის ხამეს როდრიგესიც უნდოდა ბარსას
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.