განრიგი
რეალი
VS
ტოტენჰემი

17.10.2017 - 22:45
ბერნაბეუ
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
22
8
2
რეალი
17
8
3
ატლეტიკო
16
8
4
სევილია
16
8
5
ვალენსია
15
7
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
11
2
ძაძა
6
3
ბაკამბუ
5
4
გომესი
5
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ "რეალი" მოიგებს "ჩემპიონთა ლიგას"?

FACEBBOOK


პარტნიორები
რეკლამა
მარიანო:

მარიანო: "არ ვიცი, აქვს თუ არა "რეალს" ჩემი გამოსყიდვის უფლება"

13-10-2017, 09:24
კომენტარები 237 / 0
მადრიდის "რეალის" აღზრდილმა მარიანო დიასმა, რომელიც ფრანგული "ლიონის" ღირსებას იცავს, ესპანურ რადიოსადგურ Onda Cero-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ესპანეთის ნაკრებში შესაძლო ასპარეზობაზე ისაუბრა. ასევე, განაცხადა, რომ არ იცის, აქვს თუ არა "რეალს" მისი გამოსყიდვის უფლება...

კლუბის არჩევა

"სიმართლეა, რომ ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ "ლიონი" ავირჩიე, რადგან აქ ნდობას გამომიცხადებდნენ. ამასთან ერთად, ზიდანმაც ეს მირჩია. მე ვთქვი, რომ ამ კლუბში გადმობარგება კარგი ნაბიჯი იქნებოდა მას შემდეგ, რაც ლაკაზეტი წავიდა. სწორედ ამიტომ გავაკეთე ასეთი არჩევანი".

"რეალიდან" წასვლა

"2016 წელს ორმხრივი შეთანხმება იყო. კლუბს სურდა დავრჩენილიყავი და ამავდროულად, მეც ჩემი შანსის გამოყენებას ვგეგმავდი. კმაყოფილი ვარ იმ ტიტულებით, რომელთა მოგებაც მოვახერხე".

"არამგონია წლევანდელ სეზონში მთავარი გმირი ვყოფილიყავი. "სამეფო კლუბში" დიდებული ფეხბურთელები არიან, რომელთაც მატჩების ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. "ლიონში" ბედნიერი ვარ".

"კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და არ ვიცი, არის თუ არა ხელშეკრულებაში "რეალში" დაბრუნების პუნქტი. თუმცა, ვფიქრობ, "რეალს" ჩემი გამოსყიდვა შეუძლია".

ესპანეთის ნაკრებში ასპარეზობის შანსი

"სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ესპანეთის ნაკრების მაისურით თამაშის სურვილი მაქვს. ამისათვის ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ. მატჩი დომინიკის რესპუბლიკის ნაკრების მაისურით? იმ მომენტში თავს ასე ვგრძნობდი, მაგრამ დღესდღეობით ვიმეორებ, რომ ესპანეთის ნაკრებში თამაშის სურვილი მაქვს. ეს ჩემი მიზანია".

ადაპტაცია "ლიონში"

"ეს ის არის, რაც მსურდა, მაგრამ ვერასდროს იფიქრებ, რომ მოვლენები ასე კარგად განვითარდება".

განსხვავება საფრანგეთის და ესპანეთის ჩემპიონატებს შორის

"ლიგა 1-ში მეტი ყურადღება ფიზიკურ მომზადებას ექცევა. ბოლო წლებში ჩემპიონატის დონე გაიზარდა".
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.