განრიგი
რეალი
VS
ტოტენჰემი

17.10.2017 - 22:45
ბერნაბეუ
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
22
8
2
რეალი
17
8
3
ატლეტიკო
16
8
4
სევილია
16
8
5
ვალენსია
15
7
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
11
2
ძაძა
6
3
ბაკამბუ
5
4
გომესი
5
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ "რეალი" მოიგებს "ჩემპიონთა ლიგას"?

FACEBBOOK


პარტნიორები
რეკლამა
რონალდუ წლევანდელ სეზონში 10 ტიტულისთვის იბრძოლებს

რონალდუ წლევანდელ სეზონში 10 ტიტულისთვის იბრძოლებს

13-10-2017, 09:23
კომენტარები 297 / 0
კრიშტიანუ რონალდუმ თავის კარიერაში ყველაზე სერიოზული გამოწვევა მიიღო. წლევანდელ სეზონში პორტუგალიელს ერთბაშად 10 ტიტულის მოგების შანსი ეძლევა: 3 ინდივიდუალურის და 7 გუნდურის.

თუ კრიშტიანუს ფეხბურთის ისტორიაში თავისი სახელი ოქროს ასოებით ჯერ კიდევ არ ჩაუწერია, 10 ტიტულის მოგებით, ამას მოახერხებს კიდეც...

თუ ინდივიდუალურ პრიზებზე ვისაუბრებთ, დიდი ალბათობით, რონალდუს "ოქროს ბურთის" და The Best-ის პრიზები უკვე ჯიბეში აქვს. მესამე პრიზის მოგება ოდნავ რთული იქნება. კრიშტიანუ "ოქროს ბუცის" ოთხგზის გამარჯვებულია და მეხუთეს მოგების შემთხვევასი რეკორდსმენი გახდება, მაგრამ ამის გაკეთება საკმაოდ რთული იქნება, რადგან ლიონელ მესიმ ლა ლიგაში აქტივში უკვე 11 გოლი ჩაიწერა, ხოლო პორტუგალიელს თავი ჯერ არ გამოუჩენია. თუმცა, რონალდუმ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია.

პორტუგალიის ნაკრებმა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და მომავალ ზაფხულს რუსეთში გაემგზავრება. ამიტომ, კრიშტიანუსთვის შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატის თასის მოგების ოცნება რეალობად იქცეს. ფერნანდუ სანტუშის გუნდს არამარტო საფეხბურთო ვარსკვლავები, არამედ გამარჯვებულის მენტალიტეტიც აქვს. ეს გუნდს უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. პორტუგალიელებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი მეტოქისთვის სერიოზულ ძალას წარმოადგენენ. ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, გუნდს თავისი სიძლიერის დამტკიცება მუნდიალზეც სურს.

კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის "რეალთან" ერთად უკვე ორი ტიტული მოიგო: ევროპის და ესპანეთის სუპერთასი. მომდევნო ტიტული მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატია, რომლისთვისაც რონალდუ და კომპანია დეკემბერში იბრძოლებენ. შემდეგში "სამეფო კლუბი" სამეფო თასის მოგებას შეეცდება. ბოლო წლებში მადრიდელებს ეს ტიტული გაურბოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ზიდანის გუნდს იღბალმა ზურგი არ უნდა აქციოს. ამის შემდეგ გუნდმა ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის ტიტულები უნდა დაიცვას.

ამ სერიოზული გამოწვევის მიღებისას რონალდუს თანაგუნდელების დახმარების იმედი აქვს. მადრიდისტებს წელს ყველა შესაძლო ტიტულის მოგების სურვილი აქვთ. "რეალში" კრიშტიანუს ყველა ის ფეხბურთელი ჰყავს, რომლებმაც იციან, რას ნიშნავს ტიტულის მოგების გემო. აქ თამაშობენ სერხიო რამოსი და ტონი კროოსი, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონები უკვე გახდნენ და რა თქმა უნდა, ამის გამეორება რონალდუსაც სურს.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.