განრიგი
დორტმუნდი
VS
რეალი

26.09.2017 - 22:45
Signal Iduna Park
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
18
6
2
ატლეტიკო
14
6
3
სევილია
13
6
4
რეალი
11
6
5
ვალენსია
9
5
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
5
2
ასენსიო
2
3
კორეა
2
4
განსო
2
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ "რეალი" მოიგებს "ჩემპიონთა ლიგას"?

FACEBBOOK


პარტნიორები
რეკლამა
ზიდანი:

ზიდანი: "კრიშტიანუ ლიდერია და მისი დაბრუნებით ყველანი გახარებულები ვართ"

13-09-2017, 13:04
კომენტარები 209 / 0
ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "აპოელთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

თამაში

"ბედნიერები ვართ, რომ ამ ტურნირს მოქმედი გამარჯვებულების რანგში ვუბრუნდებით. ახალ ტურნირს და ახალ გზას ვიწყებთ. რთული სეზონი გველოდება და ვიბრძოლებთ. წლევანდელ სეზონში დიდი კონკურენცია გველოდება. "რეალზე" მუდამ კოლოსალური ზეწოლა ხორციელდება, მაგრამ ამას მივეჩვიეთ. ჩვენ ტურნირების ფავორიტები ვართ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე სხვა ძლიერი გუნდებიც არიან. იმისათვის, რომ ტიტული დავიცვათ, ყოველ მატჩში გამარჯვების მოსაპოვებლად უნდა ვიბრძოლოთ და ეს პირველივე შეხვედრიდან დავიწყოთ. ეს ერთადერთია, რაც მაღელვებს".

რონალდუ

"ის ძალიან მოტივირებული და ბედნიერია იმით, რომ თამაშს უბრუნდება და იმას გააკეთებს, რაც ყველაზე ძალიან უყვარს. გუნდში ამის გამო ყველა გახარებულია. გვიხარია, რომ კრიშტიანუ მინდორს უბრუნდება. ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმული იქნება. ის "აპოელთან" ითამაშებს, მაგრამ ჩემპიონატში კიდევ ერთ მატჩს გამოტოვებს. ვიმედოვნებ, ეს უკანასკნელი თამაში იქნება, რომელსაც რონალდუ გამოტოვებს".

"ჩემი სურვილია კრიშტიანუ რონალდუ ჩვენთან დარჩეს, მაგრამ ეს არანაირ დამოკიდებულებაზე არ მეტყველებს. მსურს ჩემმა ყველა შეგირდმა ითამაშოს. რონალდუ არამარტო ბომბარდირი, არამედ ლიდერიცაა. მას ყოველთვის გამარჯვება სურს და ეს სხვებსაც მოტივაციას უმაღლებს. ბედნიერები ვართ, როცა კრიშტიანუ ჩვენთან ერთადაა".

გუნდი

"აქ იმისათვის ვარ, რომ ჩემი სამუშაო შევასრულო და ამჟამინდელი შემადგენლობით ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია. ჩემი თამაშის და იდეების შეცვლას არ ვაპირებ. მხოლოდ ის ფეხბურთელები მაინტერესებს, რომლებიც ამჟამად ჩემს განკარგულებაში არიან. სხვა ფეხბურთელებზე საერთოდ არ ვფიქრობ".

ბოლოდროინდელი შედეგები

"ანალოგიური სიტუაცია იყო გასულ სეზონშიც და ეს არ გვაღელვებს. რა თქმა უნდა, ამ შედეგებით კმაყოფილები ვერ ვიქნებით, მაგრამ ეს ფეხბურთია. არ შევიცვლებით და თავდაუზოგავ შრომას გავაგრძელებთ, რათა წინსვლა გავაგრძელოთ. ეს წლევანდელ სეზონში ჩვენი მთავარი იდეაა".

შესაძლო ტრანსფერები

"იანვრამდე ვერაფერს მოვახერხებთ. გასულ სეზონში მარიანო და მორატა გვყავდა, ახლა კი მხოლოდ მაიორალი. მსურდა მორატა გუნდში დარჩენილიყო, მაგრამ ალვარო მეტ სათამაშო დროს ითხოვდა და ამას პატივი უნდა ვცეთ. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ვიპოვნით. მაიორალის მჯერა. ის ახალგაზრდა და მოტივირებულია. ჩვენს გეგმებს დავეყრდნობით".

მაიორალი

"ის ხვალ ჩვენთან ერთად იქნება, მაგრამ გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ვიცი, როგორ ვითამაშებთ "აპოელთან". ბორხა ჩვენი ახალი ვარიანტია".

კონცენტრაციის დაკარგვა

"მთელი კვირის განმავლობაში ამაზე ვმუშაობთ და გვსურს მსგავსი რამ შემდეგში აღარ განმეორდეს. ეს თამაშის ნაწილია და მსგავსი რამ შეიძლება ნებისმიერ გუნდს დაემართოს. ვეცდებით ასეთი შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ".

სებალიოსი

"რეალი" მისი სახლია. ის ეს-ესაა ჩვენი ფეხბურთელი გახდა და სათამაშო დრო სჭირდება. სებალიოსი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ჩვენს გუნდში მეორეხარისხოვანი როლი არ ექნება, მაგრამ მას დრო სჭირდება. ახლა სეზონის დასაწყისია და დანის მუშაობით კმაყოფილი ვარ".

ვარანი და ასენსიო

"რაფაელი სრულად გამოჯანმრთელდა და თამაშს უბრუნდება. ასენსიო გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა და მინდორს მალე დაუბრუნდება".
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.