განრიგი
დორტმუნდი
VS
რეალი

26.09.2017 - 22:45
Signal Iduna Park
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
18
6
2
ატლეტიკო
14
6
3
სევილია
13
6
4
რეალი
11
6
5
ვალენსია
9
5
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
5
2
ასენსიო
2
3
კორეა
2
4
განსო
2
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ "რეალი" მოიგებს "ჩემპიონთა ლიგას"?

FACEBBOOK


პარტნიორები
რეკლამა
კეილორ ნავასი:

კეილორ ნავასი: "რონალდუს თავდადება და ამბიციები გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია"

13-09-2017, 09:57
კომენტარები 201 / 0
ნავასმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "აპოელთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

"ჩემპიონთა ლიგის მორიგ სეზონს ვიწყებთ და ეს ძლიერ მოტივაციას გვაძლევს. ეს დიდებული ტურნირია და თასის აღმართვა ისევ გვსურს. თითოეულ შეხვედრაში ვიბრძოლებთ და მეტოქეს ყოველთვის პატივისცემით მოვეკიდებით".

"ფეხბურთში ხშირად ხდება, როცა ყველაფერი ისე არ ვითარდება, როგორც გსურს. გუნდი კარგად თამაშობს. არის რაღაც ნიუანსები, რისი გაუმჯობესებაც შეგვიძლია და ვიმედოვნებ, ამას მოახლოვებულ შეხვედრაში გავაკეთებთ. ჩვენი სათამაშო სტილი არ შეიცვლება. ჩვენ მოედანზე გასვლას, შეტევას და თამაშის კონტროლს ვაპირებთ".

მოტივაცია

"ყველა მატჩი განსხვავებულია. ლა ლიგაში ბოლო ორი მატჩი ვერ მოვიგეთ, მაგრამ კონცენტრირებულები ვიქნებით და წარმატების მიღწევას შევეცდებით. ყველანი მოტივირებულები ვართ. ვიცით, რომ ტიტულისკენ მიმავალი გზა იოლი არასდროსაა".

კრიშტიანუ რონალდუ

"კრიშტიანუ კარგ ფორმაშია. ის ყველა ჩვენგანისთვის სამაგალითოა. რონალდუ მუდამ გვეხმარება. გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ყოლა დიდი პრივილეგიაა. მისი პროგრესი კარგია არამარტო მისთვის, არამედ მთელი გუნდისთვის. რონალდუ ყოველთვის ინტენსიურად და მაღალი მოტივაციით ვარჯიშობდა".

"რონალდუ ისეთივე მზადყოფნაშია, როგორც სეზონის სტარტზე იყო. როცა ის გუნდთან ერთადაა, უამრავი გოლი გააქვს. ვიმეორებ, ყველა მატჩი განსხვავებულია, მაგრამ რონალდუს თავდადება და ამბიციები გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

თავისი ფორმა

"მოსამზადებელ ეტაპზე კარგი მუშაობა იმისათვისაა კარგი, რომ ნიშნულამდე მიაღწიო და ყველაფერი ნულიდან დაიწყო, ხოლო ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მიღება ფორმაში ჩადგომაში გეხმარება. ეს ყველაფერი სარგებელს იძლევა და ამ სეზონში ძალიან მეხმარება".
დაბრუნება კომენტარი: 0
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.