განრიგი
დეპორტივო
VS
რეალი

21.08.2017 - 00:15
რიასორი
ლალიგა
N
კლუბები
1
რეალი
3
1
2
ბარსელონა
3
1
3
სოსიედადი
3
1
4
ლეგანესი
3
1
5
ვალენსია
3
1
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესიი
35
2
სუარესი
27
3
რონალდუ
20
4
ასპასი
17
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ "რეალი" მოიგებს "ჩემპიონთა ლიგას"?

FACEBBOOK


პარტნიორები
რეკლამა
ზიდანს ამჟამინდელი შემადგენლობით ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების იმედი აქვს

ზიდანს ამჟამინდელი შემადგენლობით ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების იმედი აქვს

12-08-2017, 16:15
კომენტარები 170 / 0
ზიდანს შეგვიძლია ბედნიერი ადამიანი ვუწოდოთ. მის გუნდთან ერთად მუშაობის მეთოდებს წარმატებები მოქვს. ამჟამად, ფრანგი სპეციალისტი არა შემადგენლობის გაფართოვებას, არამედ ფეხბურთელების შენარჩუნებას გეგმავს, ჰაკიმი აშრაფისა და ბორხა მაიორალის ჩათვლით...

გასული სეზონი იმით დასრულდა, რომ სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. ზიდანმა ფლორენტინო პერესს პირობა მისცა, რომ ამ წარმატების გამეორება შესაძლებელია, თუ გუნდში ფეხბურთელების უმეტესობას შეინარჩუნებს. იმ მომენტისთვის ნათელი იყო, რომ პეპე "რეალს" დატოვებდა. ფრანგის გეგმებში არც ხამეს როდრიგესი შედიოდა, მაგრამ ზიზუს მორატას კლუბში დარჩენის იმედი მაინც ჰქონდა.

მოსამზადებელი ეტაპის დროს კი ზიდანი დარწმუნდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა იმ შემადგენლობითაც შეიძლება, რომელიც მის განკარგულებაშია. თან იმის გათვალისწინებით, რომ კრიშტიანუ რონალდუ და გარეთ ბეილი ოპტიმალურ კონდიციებში იქნებიან. ზიზუ აცნობიერებს, რომ დემბელეს ვერტიკალური სათამაშო სტილი ან დიბალას შესაძლებლობები "რეალს" დიდ დახმარებას გაუწევდა, მაგრა მნიშვნელოვანი ტიტულების მოგება მათ გარეშეც შეიძლება.

რა თქმა უნდა, ფრანგ სპეციალისტს კილიან მბაპეს გადმობარგების იმედი ჰქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ ტრანსფერის განხორციელების შანსი უფრო და უფრო მცირდებოდა.

მთავარი მწვრთნელი დღევანდელი შემადგენლობით აღფრთოვანებას ვერ მალავს. ის მიიჩნევს, რომ მის განკარგულებაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან და "რეალის" წარმატებული სვლის გაგრძელებას გეგმავს. მომდევნო გაჩერება ესპანეთის სუპერთასია, სადაც გუნდი ეცდება "ბარსელონა" ორმატჩიან დუელში დაამარცხოს.
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.