განრიგი
ლეგანესი
VS
რეალი

19.01.2018 - 00:30
MUNICIPAL DE BUTARQUE
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
51
19
2
ატლეტიკო
42
19
3
ვალენსია
40
19
4
რეალი
32
18
5
ვილიარეალი
31
19
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
16
2
ასპასი
11
3
სუარესი
11
4
ძაძა
10
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ "რეალი" მოიგებს "ჩემპიონთა ლიგას"?

FACEBBOOK


პარტნიორები
რეკლამა
რეალს უჭირს, ბარსას არა

რეალს უჭირს, ბარსას არა

6-10-2013, 10:52
კომენტარები / 2
აშკარად უჭირს "რეალს", ვერა და ვერ შეიკრა გუნდი, არ იგრძნობა სათამაშო რგოლებს შორის შეთამაშება, ძალიან სუსტად ირჯება დაცვა, უგერგილოა კარიმ ბენზემა და ჯერაც ვერ დაადგინა ძირითადი შემადგენლობა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ. ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა ვალენსიურ მატჩში, რომელიც სასწაულებრივად მოიგო "რეალმა". ისე ნუ იფიქრებთ, "ლევანტე" ვარსკვლავებს წყვეტდა, სულაც არა, "რეალი" ვერ ვარგობდა, მაგრამ საბოლოოდ კლასმა და ცოტა იღბალმა თავის ჰქნა და ბლანკოსმა მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. მასპინძელთა თავკაცმა ხოაკინ კაპაროსმა შეგირდებს თავიდანვე მოედნის ცენტრში მჭიდრო თამაში დაავალა და შეძლებისდაგვარად სწრაფი კონტრიერიშები, რაც გამოუვიდათ კიდეც, განსაკუთრებით მარჯვენა ფრთიდან, სადაც ფაბიო კოენტრაო ჭაკობდა და ვერ იჭრდა ხუმეტრას, ხოლო დაცვის ცენტრს პაპა დიავარა არ აძლევდა მოსვენებას. სამეფო გუნდს საქმე არც დაცვის მარჯვენა მხარეს ჰქონდა უკეთ, სადაც ალვარო არბელოას რუბენ გარსია ავიწროვებდა. მართალია, ტერიტორიული უპირატესობა "რეალს" ეპყრა, მაგრამ შეტევები ბოლომდე ვერ მიჰყავდათ და ასეთ თამაშში ანგარიში ხუმეტრა-დიავარას სწრაფ კონტრიერიშს მოჰყვა. წონასწორობა ოთხ წუთში აღდგა, როდესაც დი მარიას კუთხურიდან ჩახვეული ბურთს სერხიო რამოსმა ფეხით ნავასის კარში მიუჩინა ადგილი. მეორე ტაიმის დასაწყისი მთლად ცუდი გამოდგა სტუმრებისათვის და ანჩელოტიმ დროულად დაიწყო შეცვლების გაკეთება. ჯერ მარსელო შეუშვა, შემდეგ ისკოს ნაცვლად მორატა და სტუმართა უპირატესობა უდიდესი გახდა, თუმცა მათი შეტევები მაინც ქაოტურნი იყვნენ და არაფერი გამოსდიოდათ. მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთი რჩებოდა, როდესაც "ლევანტეს" უიშვიათეს კონტრშეტევისას დიეგო ლოპესი უხეიროდ გამოვიდა კარიდან, საჯარიმოში ბურთის ნაბილ ელ-ზაჰარს დარჩა, რომელსაც "რეალის" მთელმა დაცვამ ვერაფერი მოუხერხა და მანაც თავისიანები დააწინაურა. "რეალი" დამარცხების რეალური საშიშროების წინაშე დადგა და თითქოს აღარაფერი უშველიდა, მაგრამ "ლევანტეს" ფსიქოლოგიური სიმყარე არ ეყო და ჯერ მორატასაგან, შემდეგ კი კრისტიანო რონალდოსაგან გაუშვა რიკოშეტირებული ბურთი. ასე გამოტანჯულად გაიმარჯვა სამეფო გუნდმა, რომლის ხელმძღვანელობას დიდი შრომა დასჭირდება სიტუაციის გამოსასწორებლად. თუმცა, ნამატჩევს კარლო ანჩელოტიმ იხტიბარი არ გაიტეხა და სიამაყით თქვა, რომ მისი "რეალი" ის გუნდია, რომელსაც ხუთ წუთში ორი გოლი გააქვს და თამაშს იგებს, მაგრამ მთლად არაადეკვატური რომ არ გამოჩენილიყო, დაამატა, პირველ ტაიმში რომ გვინდოდა, ისე ვერ ვითამაშეთ, თან ორი არგასაშვები გოლი გავუშვით და საქმე გავირთულეთო.

მიუხედავად დიდი ანგარიშით მოგებისა, მთლად იოლი გასეირნება არ გამოსვლია "ბარსელონას", რომელსაც პირველ ტაიმში "კამპ ნოუზე" დიდი ბრძოლა გაუმართა "ვალიადოლიდმა". მეტიც, მეათე წუთზე სტუმრების თავდამსხმელმა ხავი გუერამ კუთხურიდან ჩაწოდებულს მშვენივრად დაჰკრა თავი და ანგარიში გახსნა. მართალია, "ბარსამ" ოთხ წუთში ალექსის სანჩესის გოლით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ შესვენებამდე ბლაუგრანას თამაში აშკარად არ სტოვებდა სასიამოვნო შთაბეჭდილებას. ლიონელ მესის არყოფნა გუნდს აშკარად ეტყობა, ისიც სათქმელია, რომ სერხიო ბუსკეტსის ადგილზე საყრდენად ალექს სონგი იდგა და ვერც მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა აქტიურად კრისტიან ტელიო, დიდად არც სესკ ფაბრეგასს გამოუჩენია თავი. სამაგიეროდ, კარგი იყო ნეიმარი, რომელიც ნელ-ნლა გუნდის ლიდერი ხდება. ბრაზილიელი ძალიან კარგად ირჯებოდა მარცხენა ფლანგზე, ცენტრისკენ ინაცვლებდა, ბოლო პასებსაც სახიფათოს იძლეოდა და არც თავად უფრთხოდა დარტყმებს. მეორე ტაიმში სწორედ ნეიმარის, ალექსის სანჩესისა და ხავი ერნანდესის კარგმა თამაშმა გატეხა წელში "ვალიადოლიდი" და კტალონიელებს რომ მოენდომებინათ ანგარიში არა 4:1, არამედ უფრო დიდი იქნებოდა.

"ელჩესა" და "ესპანიოლის" დაპირისპირება ძალიან დაძაბულად წარიმართა, მასპინძელი კოროს დუბლს, ბარსელონელმა ბიფუმამ ერთით უპასუხა, ბოლოსკენ ბევრს კი ეცადნენ ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და წაგებას შეეგუენ. მძიმე დღეშია "რეალ სოსიედადი" ბასკებმა ამჯერადაც წააგეს, წააგეს მადრიდში, "რაიო ვალეკანოსთან" მინიმალურად, მატჩის ბოლოსწინა წუთზე მათ კარში დანიშნული პენალტით, რომელიც ჯონათან ვიერამ გაუტანა.

პ.ს ჩემი ბოლო სიახლეა!
კომენტარები:  0
ჯგუფი: სტუმარი
სტატუსი: 
№  1    Jeremy Renner   
6 ოქტომბერი 2013 12:06
პ.ს ჩემი ბოლო სიახლეა!

რატო ?
კომენტარები:  1681
ჯგუფი: მადრიდისტა
სტატუსი:  გასულია
№  2    VaNo MaDrIDfAnSs   
4 მაი 2015 15:28
იმათAც გაუჭირდებათ არ ინერვიულოთ

-------------------------------------------------------------
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.