განრიგი
ლეგანესი
VS
რეალი

19.01.2018 - 00:30
MUNICIPAL DE BUTARQUE
ლალიგა
N
კლუბები
1
ბარსელონა
51
19
2
ატლეტიკო
42
19
3
ვალენსია
40
19
4
რეალი
32
18
5
ვილიარეალი
31
19
ბომბარდირები
N
ფეხბურთელები
1
მესი
16
2
ასპასი
11
3
სუარესი
11
4
ძაძა
10
გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ "რეალი" მოიგებს "ჩემპიონთა ლიგას"?

FACEBBOOK


პარტნიორები
რეკლამა

"რეალს" ხუმეტრათი აშინებენ

5-10-2013, 23:42
კომენტარები / 2
ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით, მადრიდის “რეალი” ესპანეთის ჩემპიონატში დამაჯერებლად ვერ თამაშობს და ლიდერთა დუეტს უკვე ხუთი ქულით ჩამორჩება. VIII ტურში “ბლანკოსი” გასვლაზე იმ “ლევანტეს” ეთამაშება, რომლის რიგებშიც მიმდინარე სეზონში მარჯვენა ვინგერი ხორდი ხუმეტრა გამოირჩევა. ეს უკანასკნელი რეაქტიული სისწრაფისაა და ნებისმიერი გუნდის მცველებს უდიდეს პრობლემებს უქმნის. მის წინააღმდეგ ასპარეზობა ახლადგამოჯანმრთელებულ მარსელოს მოუწევს, რომელიც დაცვაზე უფრო მეტ დროს შეტევაში ატარებს და ამჯერად უფრო მეტი ყურადღებით მოუწევს დაკისრებული მოვალეობის შესრულება. სხვათა შორის, კარლო ანჩელოტი ბრაზილიელი მარცხენა მცველის დაბრუნებით კმაყოფილებას ვერ მალავს. შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ფაბიო კოენტრაოც მაღალი დონის პროფესიონალია, მაგრამ როცა მარსელო თამაშობს, ჩვენი შეტევები კიდევ უფრო მეტ ხიფათს იძენსო. კარლიტომ “კოპენჰაგენთან” არცთუ რთულ საჩემპიონთალიგო ჯახში ლიდერები, დიეგო ლოპესი, სერხიო რამოსი და ისკო როდრიგესი დაასვენა და სავარაუდოდ, დღეს სამივე ძირითად შემადგენლობაში იქნება. რაც შეეხება ხაბი ალონსოსა და გარეტ ბეილს, ისინიც კვლავაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან და თუ როდის შეძლებენ სრულად გამოჯანმრთელებას, ჯერჯერობით არავინ იცის.

“ბარსელონამ” “ვალიადოლიდთან” სამატჩო განაცხადი რომ გამოაქვეყნა, რამდენიმე სიახლის შესახებ გახდა ცნობილი. განაცხადში კი მოხვდნენ, მაგრამ ვრცელდება ინფორმაციები, რომ ხერარდო მარტინო სამი წამყვანი მოთამაშის, ანდრეს ინიესტას, ადრიანო კორეასა და სერხი ბუსკეტსის დასვენებას აპირებს. ამას თუ დავუმატებთ ტრავმირებულებს, კარლეს პუიოლს, ხორდი ალბას, ხავიერ მასკერანოსა და ლეო მესის, “ბარსა” დღეს პრაქტიკულად განახევრებული შემადგენლობით შეეცდება მორიგი სამი ქულის აღებას. შეამჩნევდით, რომ “სელტიკთან” საჩემპიონთალიგო ჯახში მესის პოზიციაზე სესკ ფაბრეგასი თამაშობდა და მისი ფუნქციების შესრულებას ცდილობდა. რამდენად კარგად გამოუვიდა ყოველივე ეს, ცალკე საკითხია, თუმცა მარტინო მაინც კმაყოფილი დარჩა და კითხვაზე ამჯერადაც აპირებს თუ არა ამ სათამაშო რგოლში სესკის გამოყენებას, შემდეგნაირად უპასუხა: “ნუ მაძლევთ ასეთ შეკითხვებს, რადგან ისეთი ხასიათის კაცი ვარ, შესაძლოა შემადგენლობაში კორექტივები შეხვედრის დაწყებამდე ხუთი წუთით ადრე შევიტანო. ფაბრეგასი ძალიან კარგი იყო, თუმცა შესაძლოა “ვალიადოლიდთან” მასზე უარი ვთქვა და ნდობა პედრო - ნეიმარი - სანჩესის ტრიოს გამოვუცხადო”. დაბოლოს, გეტყვით, რომ გათამაშების თანალიდერი “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე ლუის ენრიკეს დამოძღვრილ “სელტას” უმასპინძლებს. მას შემდეგ, რაც დიეგო კოშტას შეიძლება ესპანეთის ნაკრებში თამაშის ნება დართონ, მედიელები მასსა და დავიდ ვილიას შორის არსებულ კონფლიქტზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ და დაანონსეს, ეს ფეხბურთელები გოლების გატანაში ერთმანეთს ყოველ ტურში შეეჯიბრებიანო.

05.10 18:00 ელჩე - ესპანიოლი

05.10 20:00 რაიო - სოსიედადი

05.10 22:00 ლევანტე - რეალი

05.10 00:00 ბარსელონა - ვალიადოლიდი

06.10 14:00 ატლეტიკო - სელტა

06.10 19:00 სევილია - ალმერია

06.10 21:00 ხეტაფე - ბეტისი

06.10 23:00 ბილბაო - ვალენსია
კომენტარები:  1681
ჯგუფი: მადრიდისტა
სტატუსი:  გასულია
№  1    VaNo MaDrIDfAnSs   
4 მაი 2015 12:39
ოხ არ შემაშინოს

-------------------------------------------------------------
კომენტარები:  1681
ჯგუფი: მადრიდისტა
სტატუსი:  გასულია
№  2    VaNo MaDrIDfAnSs   
6 მაი 2015 16:15
არ გვეშინიაა

-------------------------------------------------------------
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.