ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ყოფილი ფორვარდი პიტერ კრაუჩი დარწმუნებულია, რომ შეუძლია, “რეალის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს სასარგებლო რჩევები მისცეს, რათა მან ზოგიერთი უნარი გააუმჯობესოს.
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ჯიჯი ბუფონის კარში გატანილი ფანტასტიკური გოლის შემდეგ, კრიშტიანო რონალდუს მისამართით "ალიანც არენაზე" შეკრებილმა პუბლიკამ ოვაციები არ დაიშურა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა "იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი "ბიანკონერის" ფანების აპლოდისმენტების ფონზე აღნიშნა.
"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა, იან რაშმა თავისი გუნდის ეგვიპტელ თავდამსხმელზე, მოჰამედ სალაჰზე იაუბრა და განაცხადა, რომ ეგვიპტელ ფეხბურთელს შეუძლია, რომ მალე რონალდუს და მესის დონის გახდეს.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფნალის პირველ შეხვედრაში მადრიდის "რეალი" ტურინის "იუვენტუსს" ესტუმრა და რონალდუს დუბლისა და მარსელოს გოლის წყალობით, მეტოქე ანგარიშით, 3-0 დაამარცხა.