"ბარსელონას" მიერ "სევილიას" გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხებამ, კატალონიელებს საშუალება მისცათ, რომ მადრიდის "რეალის" რეკორდი გაემეორებინათ. საქმე იმაში გახლავთ, რომ კოპა დელ რეის ფინალში ყველაზე დიდი სხვაობა ხუთბურთიანი უპირატესობა გახლდათ, რომლითაც 1980 წელს, "ბლანკოსმა" თავისი სარეზერვო გუნდი, "კასტილია" დაამარცხა - 6:1.